მირაბელი: "გატუზომ ერთ გუნდად შეგვკრა"

image
“მილანის” სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი ჯენარო გატუზოს მუშაობას აფასებს. მისი განცხადებით, გატუზოს “როსონერის” მთავარ მწვრთნელად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ხედავს.

"იმედია, გატუზო ჩვენთან კიდევ 10 წლის განმავლობაში დარჩება. ამჟამად ცვლილებებზე არ ვფიქრობთ. შესაძლოა ვინმე მიიჩნევს, რომ ჩვენ სპონტანური გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ სინამდვილეში მოცემულ მომენტში საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ".

"ვიცოდი, რომ სირთულეები იქნებოდა. ახლა ნახევარ გზაზე ვართ. შედეგები შესაძლოა მოსალოდნელისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ გვჯერა იმ ჩატარებული სამუშაოსი".

"გატუზომ "მილანი" გუნდად აქცია და ახლა მომავლისთვის საფუძველს ვამზადებთ. ეს ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც დიდი პერსპექტივები აქვს. მე მჯერა მისი. ის შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია. იმედია, მალე მასზე ყველა ისაუბრებს".

"დიახ, რთული იყო. მართალია, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, მაგრამ გუნდად ვყალიბდებით. შეიძლება ვერ მოვიგოთ, მაგრამ გუნდი ვართ. გატუზომ ერთ მუშტად შეგვკრა. მას მწვრთნელად მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მან გვანახა, რომ დიდი საქმეებისთვის არის დაბადებული"
,
- განაცხადა მირაბელიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
მატჩის მილანელი
ჯაკომო ბონავენტურა
N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
ნაპოლი
66
25
2
იუვენტუსი
65
25
3
რომა
50
25
4
ინტერი
48
25
5
ლაციო
46
24
6
მილანი
41
25
7
სამპდორია
41
25
დანაკლისი
-
კონტი, სტორარი
გამოკითხვა

თქვენი აზრით, შეძლებს "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image