კალაძე: "მილანში" მისვლის პირველივე დღიდან მივხვდი, რომ გულშემატკივრებს მხოლოდ გამარჯვება აკმაყოფილებთ"

image

"Gazzetta dello Sport"-თან საუბრის დროს თბილისის მერმა კახა კალაძემ "მილანზე" და ლომბარდიული კლუბის მწვრთნელზე ჯენარო გატუზოზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ კალაძე "როსონერის" ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა.

"მილანი არის ქალაქი, რომელმაც ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მომცა და არა მხოლოდ საფეხბურთო ასპექტით. ამ ქალაქში 10 წელი გავატარე და ახლაც ხშირად ვსტუმრობ, რადგან გადავწყვიტე, რომ ჩემი ბიზნესი სწორედ აქ წარმემართა. მილანი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია."

"აქაური ხალხი ძალიან ჰგავს ქართველებს. ჩვენთვის დამახასიათებელია სტუმართმოყვარეობა, რაც იტალიაშიც ძალიან მაღალ დონეზეა. შესაძლოა სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ 10 წლის განმავლობაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში."

"გუნდში რინოს ენთუზიაზმი იგრძნობა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და მჯერა, რომ ჯენარო ყველაფერს თავს გაართმევს. "მილანში" მისვლის პირველივე დღიდან მივხვდი, რომ გულშემატკივრებს მხოლოდ გამარჯვება აკმაყოფილებთ."

"ისინი შენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე "როსონერი" ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს."
- განაცხადა კალაძემ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image