logo

"მილანი" უპამეკანოზე სერიოზულად დაფიქრდა

"მილანი" უპამეკანოზე სერიოზულად დაფიქრდა

გუშინ გამართულ შეხვედრაში, სადაც "ლაიფციგმა" "ატლეტიკო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, უპამეკანოს ჩატარებულმა მატჩმა ტოპ კლუბების მოხიბვლა გამოიწვია.

რაც შეეხება "მილანს", ლომბარდიული გრანდი ფრანგი ფეხბურთელის გუშინდელი პერფორმანსის შემდეგ მის შეძენაზე კიდევ უფრო სერიოზულად დაფიქრდა. როგორც მილანური კლუბის, ასევე, "არსენალის" მისდამი დაინტერესება ბოლო თვეების განმავლობაში აშკარა იყო. 

ფაქტია, რომ ეს ორი კლუბი ყველაზე მეტად დაინტერესებულია 21 წლის ფეხბურთელით. ცენტრალურ მცველს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მსურველთ მასში 42 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ უპამეკანოს ანგარიშზე ამ სეზონში "ლაიფციგის" მაისურით 37 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა გახლავთ.


3 თვის წინ
875 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 197
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ