logo

"მილანი" - "ატალანტა": სამმაგი დუელი სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანი" - "ატალანტა": სამმაგი დუელი სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანისა" და "ატალანტას" გზები სატრანსფერო ფანჯარაზე იკვეთება. სამი ფეხბურთელია ისეთი, რომლებითაც ორივე კლუბი ინტერესდება და მათ შორის დუელი გარდაუვალია.

პირველი ასეთი ფეხბურთელი "ესპანიოლის" ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველი მარკ როკაა, რომლის სატრანსფერო ფასიც 20 მილიონი ევროა.

მეორე მოსკოვის "ლოკომოტივის" შემტევი ნახევარმცველი ალექსეი მირანჩუკია, რომლის ფასიც როკას მსგავსად 20 მილიონი ევროა.

მესამე კი მატეო პესინაა, რომელსაც "მილანი" ლუკას პაკეტას შემცვლელად განიხილავს. იტალიელი ნახევარმცველი "ვერონაში" იყო განათხოვრებული, თუმცა "ატალანტას" საკუთრებაა.

"ატალანტაში" კი "როსონერიდან" გადაბარგდა და ლომბარდიული გრანდი მისი მომავალი გაყიდვიდან 50%-ს მიიღებს. ბერგამოელებს მისი შენარჩუნება უნდათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ "მილანი" 20 მილიონ ევროს გადაიხდის, საბოლოო სიტყვა თავად პესინაზე იქნება.

1 თვის წინ
1221 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 25
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ