logo

პიოლი ახალ გარემარბს ითხოვს: "მილანს" 4 კანდიდატი ჰყავს

პიოლი ახალ გარემარბს ითხოვს: "მილანს" 4 კანდიდატი ჰყავს

სტეფანო პიოლი ახალ გარემარბს ითხოვს, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგზე სამუ კასტილეხოს კონკურენციას გაუწევს, რადგან ალექსის სალმაკერსს მარჯვენა მცველადაც განიხილავს. "მილანს" კი მისი სურვილის ასასრულებლად 4 კანდიდატი ჰყავს.

პირველი ფედერიკო კიეზაა, რომელსაც პიოლი ძალიან კარგად იცნობს, თუმცა "ფიორენტინა" მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს. "როსონერისათვის" ეს ძალიან დიდი თანხაა და შესაძლოა მის შეძენაზე უარი თქვას.

მეორე კანდიდატი ჟერარ დეულოფეუა, რომლის "უოტფორდიც" ჩემპიონშიფში დაქვეითდა. ესპანელი ვინგერის აგენტმა, ალბერტ ბოტინესმა თავისი კლიენტი უკვე შესთავაზა "როსონერის" და სატრანსფერო ფასიც დაუსახელა - 30 მილიონი ევრო.

მესამე კანდიდატი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ ფეხბურთელი ჯესი ლინგარდია. მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ ასევე შესთავაზა ლინგარდი ლომბარდიულ გრანდს და სატრანსფერო თანხად 15 მილიონი ევრო დაასახელა.

ბოლო კანდიდატი კი ბრემენის "ვერდერის" კოსოვოელი შემტევი მილოტ რაშიცაა. ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებით რამდენიმე გერმანული კლუბი ინტერესდება და მისი ფასი 30 მილიონ ევროს უტოლდება.

1 თვის წინ
1236 / 1
rossoneri-best
user
ROSS1899 დეულოფეუ საშინლად არ მინდა, კიეზაში მაგხელა ფულს არ გადაიხდიან. იმ ორში რაშიცას ვანიჭებ უპირატესობას
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 25
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ