logo

იტალიური გრანდი ბობანს ეპატიჟება

იტალიური გრანდი ბობანს ეპატიჟება

"La Repubblica"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" ახალი მეპატრონე დენ ფრიდკინი კლუბის მენეჯმენტში რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.

"ჯალოროსის" სამიზნეში ხორვატი სპეციალისტი ზვონიმირ ბობანია, რომელსაც ზურგს ფიფაში და "მილანში" მუშაობის გამოცდილება უმაგრებს და მხარეებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

51 წლის მენეჯერი გულშემატკივრებში დიდ სიმპათიებს იწვევს მისი პირდაპირობის გამო და "მილანის" გულშემატკივართა დიდი ნაწილი მისი განთავისუფლებით უკმაყოფილო იყო.

ჯერჯერობით კონკრეტულ პოზიცია არ გასაჯაროვებულა, მაგრამ რომაელები ბობანის კანდიდატურაზე სერიოზულად ფიქრობენ.

1 თვის წინ
828 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 24
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ