ჟერემი ბოგამ გასულ სეზონში "სასუოლოს" მაისურით 11 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა განსაკუთრებით იტალიურები.
კოტ დ'ივუარელი გარემარბის დამატებასთან ყველაზე ახლოს "ნაპოლია", თუმცა "SeriaBnews.ge" იტყობინება, რომ დანებებას არც "მილანი" აპირებს და მზადაა მის ტრანსფერში ტომასო პობეგა ჩართოს.
პობეგა "როსონერიდან" "პორდენონეში" იყო განათხოვრებული და საოცარი სეზონი ჰქონდა, რითაც "სასუოლოს" ყურადღება მიიპყრო. ამ შეთავაზების შემთხვევაში ემილიელებმა შესაძლოა აზრი შეიცვალონ.
ლომბარდიულ გრანდს კი იმედი აქვს, რომ 35 მილიონ ევროდ შეფასებულ ფეხბურთელს ტომასოს + 25 მილიონ ევროდ დათმობენ, ხოლო "ნაპოლი" და "იუვენტუსი" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს დაკარგავენ.