ზლატან იბრაჰიმოვიჩის "სთორმა" სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბრიტანელ ქომაგებს შორის.
შვედმა გემზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბრიტანეთის დროშა ჩანს, ხოლო სურათს ასეთი წარწერა აქვს: "დანიშნულების შემდეგი ადგილი".
აღნიშნული პოსტი დადებითად აღიქვეს პრემიერლიგაში აღზევებული "ლიდსის" ქომაგებმა.
შეგახსენებთ, რომ გასული ზამთრის შემდეგ ბრიტანულ გუნდთან იბრაჰიმოვიჩი არაერთხელ დააკავშირეს.
მიუხედავად ამისა, "ლიდსის" მფლობელმა ანდრეა რადრიძანიმ ზლატანთან ყველანაირი კავშირი უარყო.
"ახლა ზლატანის ტრანსფერი ურთულესი იქნება, შესაძლოა წარმოუდგენელიც. ჩვენ მის დამატებას ზამთარში ვცდილობდით, თუმცა შვედმა "მილანი" აირჩია". - აცხადებს რადრიძანი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, "როსონერი" და იბრა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან.