"მილანი" შეტევის ხაზში გამოსავლის პოვნას ცდილობს

image
38 მილიონიანი ანდრე სილვა და 25 მილიონიანი ნიკოლა კალინიჩი. ორი განსხვავებული სტილის თავდამსხმელი ერთი და იგივე შედეგით. გატუზო ორივე მათგანს ახალგაზრდა პატრიკ კუტრონეს ამჯობინებს, მაგრამ "მილანის" დონის გუნდისათვის მისი ამჟამინდელი თამაში საკმარისი არაა.

"Tuttosport"-ის მტკიცებით მასიმილიანო მირაბელიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მხოლოდ ერთი თავდამსხმელი გადაიბიროს. საუბარი იყო ანდრეა ბელოტიზე, თუმცა მისი ფასი აამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ დიდია.

ყველაზე რეალური კანდიდატი კი "რომას" ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკოა, რომლის ფასიც 20-დან 25 მილიონ ევრომდე მერყეობს. მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ასაკია, ის 32 წლისაა.

თავის მხრივ რომშიც სურთ გამოცდილი ფორვარდის კარგ ფასში გასხვისება, რადგან "მგლებს" პატრიკ შიკის სახით წინ დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელი ჰყავთ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ჭორის დონეზეა, თუმცა დაველოდოთ რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

rossoneri-best 13 იანვარი 2018 18:07
გაცვალონ კალინიჩში და დაამატონ ერთი 10 მილიონი კიდე
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
მატჩის მილანელი
ფრანკ კესი
N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
ნაპოლი
54
21
2
იუვენტუსი
50
20
3
ლაციო
43
20
4
ინტერი
43
21
5
რომა
40
20
6
სამპდორია
33
20
7
მილანი
31
21
დანაკლისი
-
კონტი, მაური, სტორარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image