მირაბელის ვრცელი ინტერვიუ: "ჩუმად, ჩუმად, ცუდად არ გაიგონ"

image

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ის მიერ დასმულ საინტერესო კითხვებს უპასუხა.

- ზაფხულთან შედარებით, ამჯერად შვებულება გაქვთ?
"არა, ვერ ვიტყოდი, რომ შვებულება მაქვს. მე სულ ვმუშაობ, უბრალოდ სხვადასხვა რაღაცებზე. ასე ვთქვათ, გამოცდილებას ვიღებ. მაგალითად, მომავალი კვირის ბოლოს გერმანიაში მივფრინავ, თამაშის საყურებლად".

- ანუ, არიან ფეხბურთელები, რომლებიც გაინტერესებთ?
"ჩუმად, ჩუმად, ცუდად არ გაიგონ. ტრანსფერებზე არ მაქვს საუბარი. ზამთარში არავის დამატებას არ ვაპირებთ, შეგიძლიათ ეს ოფიციალურ განცხადებად ჩათვალოთ. ვიღაცები შეიძლება წავიდნენ, მაგრამ საგრძნობი ცვლილებები არ იქნება. ამაზე თქვენ ყველაფერი იცით, პრესაში ყველაფერი იწერება. მაგალითად, გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება "ბოკასგან", გომესის თაობაზე".

- კარგით, ახალწვეულები არ იქნებიან, მაგრამ კესიეს შემცვლელი სჭირდება...
"დარწმუნებული ხართ, რომ 11 შენაძენის შემდეგ მართებული იქნება, კიდევ ერთის დამატება? ზაფხულში ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, ნოსტალგია არ მაწუხებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრობლემის გადაჭრის ხერხი, ცხვირწინ გვაქვს. მაგალითად, მონტოლივო. ჩვენ მაქსიმუმი შედეგი უნდა დავდოთ, იმ შემადგენლობით, რაც გაგვაჩნია".

- ახლა, კლუბს არ აქვს ის შედეგები, რასაც ველოდით. თუ დახარჯულმა თანხებმა არ გაამართლა, ველოდოთ კიდევ ტრანსფერებს?
"არ ვთვლი, რომ ბევრი დავხარჯეთ. ყველა საერთო თანხას უყურებს, მაგრამ ყველას ვურჩევდი, რომ ჩვენი გაკეთებული საქმე, ერთიანად გააანალიზონ. ჩვენ, ზედმეტი არავისში არ გადაგვიხდია, მეტსაც გეტყვით: სუფთა თეორიულად, ზაფხულში ნაყიდი ფეხბურთელის გაყიდვა რომ მოვინდომოთ, აუცილებლად ვიშოვით ტრანსფერით ფულს".

- არიან შემადგენლობაში ისეთები, ვისგანაც "აწყვეტას" ელით?
"ანდრე სილვა და ჩალჰანოღლუ".

- იყო ზაფხულში ისეთი გარიგება, რომელსაც ახლა არ გააფორმებდით?

"არა. ყველა ფეხბურთელი სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის. "მილანს" აქვს საფუძველი, არანაირი ჩავარდნა არ ყოფილა ტრანსფერებში, თუმცა ყველამ ჯერ ვერ გაამართლა ჩვენი იმედები. და მაინც, ყველა ივიწყებს ერთ პატარა დეტალს: ჩვენ გავყიდეთ კიდეც ფეხბურთელები, გავახანგრძლივეთ კონტრაქტები. კლუბმა კარგად იშოვა გაყიდული ფეხბურთელებით. შეხედეთ რამდენ ფეხბურთელთან გავახანგრძლივეთ კონტრაქტები: დონარუმა, სუსო, კალაბრია, კუტრონე, პლიცარი. როგორ მოგწონთ ეს სახელები? თავად შეაფასეთ. ეს სერიოზული ინვესტიციაა მომავალში. ჩვენს საცავში, ძალიან ბევრი საგანძური ინახება."

- ესეიგი, არაფერს შეცვლიდით თქვენს სტრატეგიაში.
"შეიძლება ნაკლებად მეჩქარა, ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღების დროს".

- მოგვიყევით დონარუმას სიტუაციაზე.
"ჯიჯომ დიდი სიხარულით მიიღო ჩვენი წინადადება და გაახანგრძლივა კონტრაქტი. ის ყოველთვის გამოხატავდა დარჩენის სურვილს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ ის "მილანში" დაასრულებს კარიერას. თუ ოდესმე ჯიჯო გვეტყვის, რომ წასვლა უნდა, ჩვენ მას არ შევაკავებთ, პირიქით, აუცილებლად დავეხმარებით სასურველი კლუბის მოძიებაში. ჩვენ არავის ძალით გაჩერებას არ ვაპირებთ".

- "მილანის" მომავალი UEFA-სთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ნერვიულობთ?

"ჩვენ აბსოლიტურად ყველა კანონს ზედმიწევნით ვიცავთ, რასაც UEFA ადგენს. ვაგრძელებთ მუშაობას და საერთოდ არ ვღელავთ".

- UEFA-ს აქვს ეჭვები, იონჰონგ ლისთან დაკავშირებით, რომელიც მილანიდან ძალიან შორს არის. ეს პრობლემაა?
"სულაც არა. ფული რეგულარულად მოდის. დევიდ ჰან ლი სულ აქ არის. ის შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთში. ის ნამდვილი პროფესიონალია და სხვის საქმეებში ცხვირს არ ყოფს".

- სიმართლე გვითხარით, როგორი უერთიერთობა გაქვთ თქვენ და ფასონეს?
"მე და მას ორი განსხვავებული სხეული, თუმცა ერთი სული გვაქვს. თუ ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა, არაფერი არ ხდება. თუ თქვენ სხვა რამე გაიგეთ - ეს ჟურნალისტების ფანტაზიის წყაროა".

- საერთო შეხედულებებზე: ზაფხულის ტრანსფერები, იყო მონტელასთან შეთანხმებული?

"რა თქმა უნდა. მე შეტყობინებებიც კი მაქვს შენახული. მაგალითად, მაქვს მესიჯი, რომელიც მონტელამ მომწერა, ბონუჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დროს. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ყველაფერი სხვაგვარად რომ წასულიყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე მონტელასთან ერთად გავიდოდა".

- ახლა გუნდს გატუზო წვრთნის...
"ჩვენ ვალდებული ვიყავით, სიგნალი გაგვეგზავნა ახალგაზრდებისთვის, იმით, რომ მწვრთნელად დავნიშნეთ კაცი, რომელსაც "მილანი" სისხლში აქვს. ჩვენ ავირჩიეთ რინო. წერტილი. ეს არ ყოფილა იმედგაცრუების ფონზე მიღებული გადაწყვეტილება. მე პასუხისმგებლობას, ჩემ თავზე ვიღებ. ამ მომენტისთვის, მომწონს რინოს მუშაობა. ის ჩემზე მეტს შრომობს".

- თქვენ, ბევრი კარგი ტრანსფერი განახორციელეთ, მაგრამ კოუტინიოს ტრასნფერის შემხედვარე, არათანაბარი ბრძოლის შეგრძნება არ გეუფლებათ?
"იტალიურმა ფეხბურთმა რაღაც უნდა მოიფიქროს, თუ არ გვინდა ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, როგორშიც ნაკრებია. იდეა შეიძლება იყოს ასეთი: გაუქმდეს ლიმიტი ლეგიონერებზე, შემოვიღოთ შეზღუდვა ფეხბურთელების რაოდენობაზე - 25 კაცი ჯამში და 6 იტალიელი მოედანზე. ასეთ შემთხვევაში, კლუბები იძულებული იქნებიან მეტი ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდულ სექტორს. ფული ისევ იტალიაში იტრიალებს. ამ სქემამ, წესით უნდა იმუშაოს".
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image