ჯენარო გატუზოს 40 გამორჩეული ფრაზა 40 წლის მანძილზე

image
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "მილანის" თავკაც ჯენარო გატუზოს 40 წელი შეუსრულდა. "La Gazzeta dello Sport"-მა კი მას სიმბოლურად მისივე 40 ციტატისგან შემდგარი სტატია მიუძღვნა.

1. "შრომის მიმართ მიდრეკილება მაქვს. მგონი ეს უფრო დაავადებაა".
2. "მილანში“ თავს - გულშემატკივრად, კაპიტნად, პრეზიდენტად ვგრძნობდი (2016 წლის მაისი)".
3. "13 წლამდე მხოლოდ პლაჟზე ვთამაშობდი. არ ვიცი ჯარიმების დარტყმა, არ ვიცი თავით ზუსტი პასი როგორ გავაკეთო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი ვარ".

▪️ ახალგაზრდობა
4. "ბავშვობაში მეთევზეობაზე ვოცნებოდი".
5. "კვირაობით პლიაჟზე მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. კარების მაგივრად ბენზინით სავსე კასრები გველაგა, წარმოიდგინეთ როგორ არ უმართლებდა იმას ვინც თავით ეჯახებოდა "კარებს“.
6. "მამა, ვხუმრობ, წავედით“ (როდესაც მამამისს ეხუმრა, რომ უარს ამბობს "რეინჯერშში" გადასვლაზე) .
7. "გლაზგოში პირველი თვეები სულ ნომერში ვიჯექი და Rai Uno-ს ვუყურებდი. 18 წლის ვარ და მთელ დღეს სასტუმროს ნომერში ვატარებ და ვუყურებ გადაცემებს მეცნიერებებზე".

▪️ სტილი
8. "მოწინააღმდეგეები ვერ მიტანენ, რადგან ყოველთვის მშიერი ვარ", (1999 წლის დეკემბერი).
9. "თუ კვადრატად დაიბადე - წრედ ვერ მოკვდები".
10. "მსოფლიო ჩემპიონატს ტრამვის გამო გამოვტოვებ? მომიწევს ნაკრების ავტობუსზე მივიბა საკუთარი თავი", (2006 წლის შემოდგომა).
11. "როგორ განვიცდი მარცხს? სახლში - სამზარეულოში ბუტერბროდს ვიკეთებ და ნაკუწებად ვჭრი, რა დროსაც წარმოვიდგენ მოწინააღმდეგეს რომელმაც მომიგო".
12. "არასდროს არავისთვის ავტოგრაფი არ მითხოვია. მარადონას ვთხოვდი, მაგრამ სამწუხაროდ არ შევხვედრილვარ".
13. "როდესაც "მილანში" მოვედი - ბოლომდე მამაკაცი არ ვიყავი, მაგრამ რაღაცეების გაკეთება შემეძლო".
14. "ერთადერთხელ დავასრულე მატჩი მშრალი მაისურით. "პერუჯას" პრიმავერაში ვთამაშობდი და 38 სიცხე მქონდა".
15. "საკუთარი თავის კლონს შევქმნიდი, თუ 11 გატუზო - 11 მონტელას წინააღმდეგ ითამაშებდა - ჯენაროები ნამდვილად არ წააგებდნენ", (2008 წლის თებერვალი).
16. "5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია?! 1 თვე ციხე მაკლდა", (2011 წლის თებერვალი, "ტოტენჰემის“ დამხმამრე მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ).
17. "შეიძლება ყვითელი ბარათების ლიმიტი ამომეწუროს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გამოვტოვო? ისე მეუბნებით თითქოს ეს ყვითელი ბარათი უკვე მომცეს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს რემბოს მსგავსად თავზე სახვევი უნდა წავიკრა და ყვითელ ბარათზე სანადიროდ გავიდე.. ასეთი რამ თუ მოხდება პირდაპირ სტადიონზე შევჭამ იმ დაწუევლილ ყვითელ ბარათს".
18. "საფრანგეთის წინააღმდეგ (ფინალი) - პერსონალურად ზიდანი უნდა ამეყვანა. მთელი ღამე არ მეძინა და ვლოცულობდი, რომ რამე სასწაული მომხდარიყო".
19. "მე ისეთი ვარ როგორსაც ხალხი მხედავს. ვიცი, როგორც ცხოვრებაში, ასევე ფეხბურთშიც - მოჩვენებით ადამიანებს არაფერი გამოსდით".
20. "რეინჯერსში“ ერთი ბიჭი იყო, თითქმის ჩემი ასაკის, რომელსაც ჩემი ბუცების გაწმენდა სურდა. მე ჩავთვალე, რომ ეს დამამცირებელი იყო მისთვის. თავადაც შემეძლო ჩემი ბინძური ბუცების მწყობრში მოყვანა".
21. "თავი უკეთესად უნდა ვაკონტროლო. არ შეიძლება დერბიში რონალდოს მუშტით პირდაპირ მოედანზე ვემუქრებოდე".
22. "თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ მთელს პრემიას ეკლესიის მსვლელობას შევწირავ", (2004 წლის დეკემბერი).
23. "ღმერთის მჯერა, თუმცა ნაკლებად მჯერა ეკლესიის. იქ ძალიან ბევრი ოქროა - არადა სადღაც ხალხი შიმშილისგან იღუპება".
24. "ეს მე უნდა ვუხდიდე კლუბს ხელფასს, რომ უფლება მომცა მისი ფერებით მეთამაშა და არა პირიქით", (2005 წლის მაისი).
25. "მილანია“ იუნესკოს ორგანიზაცია და არა "მანჩესტერ სიტის“ და "პსჟ-ს“, რომელსაც ისტორია საერთოდ არ გააჩნია".
26. "ჩემი საყვარელი დერბი - ჩემპიონთა ლიგაზე იყო, როდესაც აბიატიმ მატჩის ბოლოს გადამწყვეტი სეივი გააკეთა".
27. "20 წლის ასაკში, გასახდელში წვერი შევიჭერი და იქაურობა მოუწესრიგებელი დავტოვე. კოსტაკურტამ თავში წამომარტყა და მკაცრად მითხრა - "შენ საკუთარ სააბაზანოში ხომ არ გგონია თავი - მოაწესრიგე". ჩვენთან გასახდელში ყველა იცავდა წესრიგს - ამ "მილანს" ზუსტად ეს აკლია". (2015 წლის მაისი).

▪️ პარტნიორები და მოწინააღმდეგეები
28. "კაკა - 100% ფენომენია! თუ მან წელს "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო - მაშინ მე ვუყიდი" (2007 წლის მაისი)
29. "კაკა სკოლის მოსწავლეს გავდა როდესაც ჩვენთან მოვიდა. პირველ ვარჯიშზე ბურთის წართმევა დავუპირე, მან ბურთი გაიგო და ისეთი ასწრაფება გააკეთა არანაირი შანსი არ დამიტოვა. უკნიდან ვუყურებდი და ვფიქრობდი, ამ ბიჭს ან ძრავი აქვს ფეხებში ან უცხოპლანეტელია!“
30. "როდესაც პირლოს თამაშს ვუყურებ, ეჭვი მეპარება ნამდვილად ფეხბურთელი ვარ თუ არა"?!
31." ნედვედი? მას შესანიშნავი დარტყმა აქვს, მასთან შედარებით ჩემი დარტყმა ნაგავია. ჩემი ცუდი თვისება - თამაშის დროს ბევრი ჟესტიკულაციაა, მისი - გაზონზე უმიზეზოდ კოტრიალი".
32. "აღფრთოვანებული ვარ ძანეტით! 36 წლის ასაკში ალბათ მარტო ხოხვას თუ შევძლებ სტადიონზე".
33. "საუკეთესო მატჩი? მანჩესტერში - "იუვენტუსის“ წინააღმდეგ. იმ დღეს ჩემს შესაძლებლობებს გავცდი - მახსოვს როგორ გავიქეცი 120 მეტრი, რომ ბუფონისთვის შემეშალა ხელი".
34. "ყველაზე არასასიამოვნო მოწინააღმდეგე? ბრანდაო - დონეცკის "შახტარიდან“. ის ძალიან ბინძურად თამაშობდა, განუწყვეტლივ სახეში მირტყამდა ხელს. არ ვიცი როგორ შევიკავე თავი".
35. "ტოტი - მსოფლიოში უძლერესი ფეხბურთელია"! (2004 წლის იანვარი)
36. "ჩემი შთამომავალი? ძალიან მომწონს რაჯა ნაინგოლანი. ის ძალიან მიზანდასახულია, მაგრამ მე უფრო სწრაფი ვარ".

▪️ მწვრთნელი
37. "ძილში საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რას ვაკეთებ, ხომ შეიძლება ყველაფერი დავკარგო?! და უცებ საკუთარ თავს ვუპასუხე: მოკეტე და იმუშავე! იმ დროს ძალიან მიდნოდა რეალურად მეგრძნო საკუთარი თავი".
38. "ძამპარინი აბსოლუტურად არაკომპეტენტურია".
39. "ეს სამოთხეა. ეს არის ოცნება - რეალობაში"! (2017 წლის ნოემბერი - "მილანის“ მთავარ მწვრთნელად პრეზენტაციაზე).
40. "მერჩივნა ზურგში დანა ჩაერტყათ, ვიდრე ეს გოლი გაგვეშვა", ("ბენევენტოს“ მეკარის გოლის შემდეგ).
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image