აგენტი "მილანს" დაუკავშირდა - დეულოფეუს ბედი ფაქტობრივად ცნობილია!

image

"Sky Sport"-ის ცნობით, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელ ჟერარ დეულოფეუს თხოვნით აგენტი "მილანს" დაუკავშირდა და ფეხბურთელის დაბრუნება შესთავაზა, თუმცა "როსონერისგან" ტრანსფერზე უარი მიიღო.

სწორედ ამის გამო ესპანელებმა ალტერნატივების ძებნა დაიწყეს და როგორც ჩანს, მიაგნეს კიდეც. "Calciomercato"-ს ინფორმაციით, 23 წლის დეულოფეუ "ნაპოლში" გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასკვნით სტადიაშია. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 18 მილიონი ევრო სახელდება, კიდევ ორი მილიონი კი "ბარსამ" ბონუსების სახით უნდა მიიღოს.

ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია კლუბების წარმომადგენლებს არ გაუვრცელებიათ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image