პატო: "არ გამოვრიცხავ, რომ მილანში დავბრუნდე"

image
"მილანის" ყოფილმა და ამჟამად ჩინური "ტიანძინ ცუანცძიანის" თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იტალიურ გრანდში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

"მილანი" ჩემი სახლია. ეს ჩემი პირველი უცხოური კლუბი იყო. "როსონერიმ" მომცა საშუალება, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, ევროპაში მეთამაშა, ტიტულები მომეგო და დიდებულ მოთამაშეებთან ერთად გამოვსულიყავი".

"მიხარია, როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს, ვინაიდან "მილანში" დღემდე მყავს მეგობრები. სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის WhatsApp-ის საშუალებით ვეკონტაქტები".

"იმედი მაქვს, რომ "როსონერი" კარგ გუნდად დარჩება. რამდენად არსებობს დაბრუნების შანსი? ახლა ჩინეთში ვთამაშობ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. თუ "მილანისგან" ან რომელიმე სხვა ევროპული კლუბისგან შესაბამის წინადადებას მივიღებ, შემოთავაზებას აუცილებლად განვიხილავ"
,
- ციტირებს პატოს სიტყვებს "ტუტო მერკატო".

შეგახსენებთ, რომ ალეშანდრე პატო "მილანის" ღირსებას 2007-დან 2012 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში "როსონერის" რიგებში 150 მატჩი ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ივან სტრინიჩი, ანდრეა კონტი, პატრიკ კუტრონე.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image