იუბილარი გატუზო: "ასე მუშაობას დიდხანს ვერ გავუძლებ"

image
ზუსტად 40 წლის წინ დაიბადა კალაბრიაში "მილანის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჯენარო გატუზო. როგორც კი "როსონერი" ჩაიბარა, მაშინვე დაატყო ხელი გუნდს, თუმცა ეს ადვილი მისაღწევი როდია და თავისი გულისნადები იტალიელ ჟურნალისტებს გაუზიარა:

"ალბათ, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ სამუშაოზე დარჩენა მინდა. თუმცაკი, შესანიშნავად მესმის, ეს შედეგზე იქნება დამოკიდებული. ახალმა ინვესტორებმა გუნდში დიდი ფული ჩადეს. ისინი პატივისცემით მეპყრობიან. მათი ნდობის გამართლება მმართებს. "მილანში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში".

"აქ თამაშიც მომწონდა და მწვრთნელობაც მომწონს. ვამაყობ იმით, რომ 40 წელს მოყრილი უკვე ასეთი სახელოვანი გუნდის თავკაცი ვარ. ამავ დროს ეს დიდი პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური ტვირთია. მეშინია, ვერ გავუძლო და ასე, სამი წლის შემდეგ პენსიაზე მომიწიოს გასვლა".

"რას ვუსურვებდი საკუთარ თავს? მინდა, უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვიყო, რათა სირთულეები უფრო ადვილად გადავიტანო",
- თქვა გატუზომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ივან სტრინიჩი, ანდრეა კონტი, პატრიკ კუტრონე.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image