იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" ალესიო რომანიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, რომელიც 2022 წლამდეა გათვლილი.
"ელიოტი" 25 წლის ცენტრალურ მცველს, "მილანის" ახალი ერის სიმბოლოდ განიხილავს და მზადაა სეზონში 3,5 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც "როსონერის" სახელფასო ჭერის მაქსიმუმია.
ჯერჯერობით ლომბარდიული გრანდის კაპიტანი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან "ატლეტიკოსგან" და "ბარსელონასგან" ძალიან მიმზიდველი შეთავაზებები აქვს მიღებული.