გატუზოს პრესკონფერენცია "ვერონასთან" მატჩამდე

image

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იტალიის თასის 1/8 ფინალში "ვერონასთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"იტალიის თასზე პირველ შეხვედრას ვმართავთ. ეს არ იქნება ორმატჩიანი დუელი, ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ დღევანდელ შეხვედრაშივე მოვახერხოთ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. რთული მატჩი გველის, მაგრამ გამარჯვებები ძალას შეგვმატებს".

"ჯერჯერობით არ ვიცი, როგორი შემადგენლობით ვათამაშებ გუნდს. ოთხი მცველით მოედანზე ყოფნა უფრო საიმედოა, მაგრამ ამ კომპონენტში მაინც გვიჭირს, არამარტო დაცვას, არამედ მთელ გუნდს. მეტოქეს დიდ სივრცეებს ვუტოვებთ და ეს გამოსასწორებელი გვაქვს".

"ბოლონიასთან" მოგება აუცილებელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს შევძელით, კმაყოფილი მაინც არ ვარ. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. კვირას გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ, 40 000 ქომაგის თანდასწრებით თამაში მოტივაციას გმატებს. დიდი მადლობა მათ".

"მეტოქე ევროპის ლიგაზე? "ლუდოგორეცზე" საფიქრალად დრო არ მქონდა, ჯერ მხოლოდ "ვერონასთან" გასამართ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. ისე კი რთული შეხვედრა გველის. მიუხედავად იმისა, რომ მათ არც ისე დიდი ისტორია აქვთ, ბოლო წლებში კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ბულგარელებს ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ჩემპიონატში ორთვიანი შესვენება იქნება, ეს კი "მილანს" უპირატესობას მისცემს".

"ვიდეო-რეფერი? კარგია, რომ იტალიის ჩემპიონატში უკვე დანერგეს, მაგრამ მეტი ყურადღებაა საჭირო. მაგალითად "ბენევენტოსთან" მატჩში რომანიოლი უსამართლოდ გააძევეს. ის არც კი შეხებია მეტოქეს და მსაჯებმა ეს ვიდეო-გამეორებაზე არ გადაამოწმეს".

"ჭორები დონარუმაზე? არანაირი პრობლემა ამ ბიჭთან არა მაქვს. ამ წყნარ ჭაბუკს ყოველდღე ველაპარაკები. მას არ უყვარს წაგება, "ბენევენტოსთან" ნამატჩევს ვერ იყო გუნებაზე. ვიცი რასაც წერენ პრესაში. თუ რამე შეიცვალა, დიალოგში ფასონე და მირაბელი ჩაერთვებიან. ვათამაშებ თუ არა ჯიჯოს "ვერონასთან"? არ ვიცი. რაც შეეხება სტორარის, მან ტერფი დაიზიანა და მის მდგომარეობასაც მოგვიანებით შევაფასებთ"
, - დაასრულა გატუზომ.

ცნობისთვის, "მილანისა" და "ვერონას" დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

JAO_MILAN 13 დეკემბერი 2017 23:07
კარგია რინო 4 მცველი რომ დააბრუნე u1bsm hands magadia
leo2002 13 დეკემბერი 2017 18:01
ციტატა: ROSSONERO
ჯენარო 4-4-2 ტაქტიტა ან 4-3-1-2 რა და მაგარი კაცი იქნები

4-4-2 ჯობია უფრო მგონი 022
--------------------
ROSSONERO 13 დეკემბერი 2017 13:37
ჯენარო 4-4-2 ტაქტიტა ან 4-3-1-2 რა და მაგარი კაცი იქნები

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image