გატუზოს პრესკონფერენცია "რიეკასთან" მატჩამდე

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "რიეკასთან" სტუმრად გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ზუსტად 8 დღის წინ დავინიშნე "მილანის" მწვრთნელად. ამ პერიოდში შეუძლებელია ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება, თუმცა ვხედავ და ვგრძნობ გახსნილობას ყველა ფეხბურთელის მხრიდან. ისინი მზად არიან ჩემთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ დატვირთვებს დოზირებულად ვზრდით, რადგან ამ საკითხში არ შეიძლება წინდაუხედავად მოქმედება, რადგან ტრამვები მიღების საშიშროება დიდია. საჭიროა კონდიციების გაუმჯობესება, თუმცა არ უნდა ვიჩქაროთ".

"დღევანდელ თამაში უმნიშვნელოა სატურნირო შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ კარგი შედეგი აუცილებელია. შედეგი გვესაჭიროება ისე, როგორც სუფთა ჰაერი სჭირდება ფილტვებს. შანსს მივცემ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდათ წინა თვეებში. მინდა ვნახო, რამდენად დაიხარჯებიან ისინი მოედანზე, როცა "მილანის" ფორმას ჩაიცმევენ".

"დღეს შესანიშნავ ატმოსფეროს ველოდები "რიეკას" ქომაგებისგან. ჩემი ბიჭებისგან კი ველი სწორ განწყობას და ყველა იმ დამუშავებული კომბინაციების გამოყენებას, რომელსაც ვარჯიშებზე დავტესტეთ. "მილანის" ფეხბურთელების საშუალო ასაკი დაბალია, თუმცა მინდა დავინახო, თუ რამდენად მიჯაჭვულები არიან ისინი კლუბის ფერებზე, მინდა დავინახო ბრძოლის უნარიანობა და მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი რეალური ძალა".

"რიეკა არის კლუბი, რომელიც თავისი მწვრთნელისა და ქომაგების ხასიათის ანარეკლია. ტექნიკური თვალსაზრისით, ძლიერი გუნდია, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე დასახარჯად გადის".

"პალეტა? ის რჩება "მილანის" ფეხბურთელად. ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს და ბოლომდე იხარჯება, ამიტომაც ხვალ ის იქნება პირველივე წუთებიდან დაცვის ხასში, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის უბრალოდ "საჩუქარი", ეს მან ვარჯიშებზე ნაჩვენები შედეგებით და მონდომებით დაიმსახურა".

"ბილია? ის არ არის 100% მზად, თუმცა ხვალ ისიცი ითამაშებს, ისევე როგორც ლოკატელი. არგენტინელის მდგომარეობას ვერ დავარქმევთ ოპტიმალურს, თუმცა ეს საპატიო მიზეზი ნამდვილად არ იქნება"
,
- დაასრულა გატუზომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

ROSSONERO 7 დეკემბერი 2017 19:30
ციტატა: luka9
კარგი იქნება თუ ანდრე სილვას ათამაშებს მაგარი ბიჭია და არ მინდა რომ მილანი დატოვოს

არ დატოვებს... კალინიჩი წავა დიდი ალბათობით
leo2002 7 დეკემბერი 2017 18:22
მიდი რინო უნდა გავანადგუროთ 4 გოლი მინიმუმ მინდა 022 ფორზა მილან 021
--------------------
luka9 7 დეკემბერი 2017 17:56
კარგი იქნება თუ ანდრე სილვას ათამაშებს მაგარი ბიჭია და არ მინდა რომ მილანი დატოვოს
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
მატჩის მილანელი
ჯაკომო ბონავენტურა
N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
ინტერი
40
16
2
ნაპოლი
39
16
3
იუვენტუსი
38
16
4
რომა
35
15
5
ლაციო
32
15
6
სამპდორია
27
15
7
მილანი
24
16
დანაკლისი
-
კონტი, გომესი
გამოკითხვა

ჯენარო გატუზო "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

რეკლამა
Image
იტვირთება რეკლამა...

შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image