"მილანის" ხელმძღვანელები უეფაში დაიბარეს

image

მოგეხსენებათ, გასულ სატრანსფერო ბაზარზე "მილანის" მიერ დიდი თანხების დახარჯვის გამო უეფას ფინანსურმა კომისიამ გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, იპოვეს თუ არა სპეციალისტებმა რაიმე დარღვევა "როსონერის" მიერ განხორციელებულ სატრანსფერო ოპერაციებში, თუმცა ახლახანს ცნობილი გახდა, რომ კლუბისა და უეფას წარმომადგენლებს შორის ჩანიშნული სიახლე ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა "La Repubblica" იტყობინება, მარკო ფასონემ და მასიმილიანო მირაბელიმ ევროპის მმართველი ორგანოსგან მიწვევა მიიღეს და შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგება. "როსონერის" ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოში დარღვევები არ არის და დაპირისპირებული მხარე გუნდს გარკვეული სახის სანქციებს ვერ დააკისრებს.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს "მილანმა" 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და შედეგად 11 ახალი მოთამაშე დაიმატა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

leo2002 6 დეკემბერი 2017 22:58
იმედია კარგამბებზე დაიბარეს
--------------------
JAO_MILAN 6 დეკემბერი 2017 22:12
გილოცავთ დაბრუნებას, იმედი მაქვს აღარ გათიშავთ ამ საიტს u1bsm krytoy

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image