Calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანი" მზადაა გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლი მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვას.
"როსონერი" რომანიოლისთვის მიღებული თანხის გამოყენება გუნდში ახალი ცენტრალური მცველის მოყვანისთვის სურს.
საუბარია "ლაიფციგის" ფრანგი მცველის დუაიტ უპამეკანოს ტრანსსფერზე, რომელიც ევროპის უამრავი გრანდის სამიზნეა.
"ლაიფციგი" ფრანგ ვარსკვლავს 50 მილიონ ევროდ აფასებს. "მილანი" კი გარიგებაში რალფ რანგნიკის ფაქტორის გამოყენებას აპირებს, რომელსაც უპამეკანოსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
რაც შეეხება რომანიოლის, იგი "მილანში" უკვე 5 წელია ირიცხება.