logo

კესიე "მილანს" დატოვებს, "როსონერიმ" მის შემცვლელს უკვე მიაგნო

კესიე "მილანს" დატოვებს, "როსონერიმ" მის შემცვლელს უკვე მიაგნო

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანკ კესიე "მილანს" დატოვებს, "როსონერი" კი მის ნაცვლად გუნდში მსგავსი სტილის ფეხბურთელს მიიწვევს.

საუბარია "ტორინოს" 25 წლის ნახევარმცველზე სოლიო მეიტეზე, რომელმაც მიმდინარე სეზონში ტურინული კლუბის მაისური 20-ჯერ მოირგო და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ხარებს" იანვარში ბადელის ან დუნკანის გადაბირება აქვთ გეგმაში, ამიტომ მზად არიან მათ ნაცვლად მეიტე დათმონ. რაც შეეხება სოლიოს "როსონერის" გარდა მისი გადაბირებით "ფიორენტინაც" ინტერესდება.

"ტორინო" მეიტეს 20 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ლომბარდიული გრანდი ფასის დასაწევად შესაძლო ტრანსფერში ფაბიო ბორინის ან დიეგო ლაქსალტის ჩართვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ამჟამად არენდის წესით ტურინელთა რიგებში ასპარეზობს.

9 თვის წინ
2403 / 1
rossoneri-best
user
Arigo  ბაზარი არაა, ჰელბოი გასაყიდია, მაგრამ ეს მეიტე ვინ ჩემი კესიეა?! ეს დედააფეთქებული უკეთესი და მეტი პოტენციალის მქონე ხომ უნდა მოიყვანო?! ან უფრო ახალგაზრდა,ან უფრო კლასიანი და გამოცდილიsmile ტონალიზე საუბარს შეეშვნენ ხომ?! ან მატიჩი არ გვინდა, 8 მილიონს ითხოვს ხელაფსად, უფასოდ მოსული კაციო?! ვაი თქვენ უკბინეთ ტ/ზე ადრიანო გალიანის, თქვე ბლაყვებო smile
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 131
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ