მონტელას პრესკონფერენცია "შკენდიასთან" მატჩის წინ » ACMILAN.GE - მილანის ქართული ფანკლუბი, სიახლეები მილანზე

მონტელას პრესკონფერენცია "შკენდიასთან" მატჩის წინ

image
"მილანის" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ევროპის ლიგის პლეიოფიში "შკენდიასთან" გასამართი მატჩის წინ იტალიელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე გააკეთა კომენტარი.

"იოლი შეხვედრა არ გველის. "შკენდიამ" იმაზე მეტი მატჩი ჩაატარა, ვიდრე ჩვენ და ისინი ბევრად უფრო კარგ ფორმაში არიან. მაკედონიელებს ჰყავთ ისეთი კარგი თავდამსხმელი, როგორიც იბრაიმია. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა".

"რთული სეზონი ჩემთვის? პასუხისმგებლობა დიდია და ახლა ბევრად მეტს მოელიან ჩემგან, ვიდრე უწინ, თუმცა მჯერა, რომ ამ დაკისრებულ მოვალეობას თავს გავართმევ. ჩვენ გვყავს რადიკალურად შეცვლილი გუნდი. რთული და ძალიან საინტერესო სეზონი გველის".

"ახალწვეულები კარგად ადაპტირებენ. ზოგიერთთან მთავარი ბარიერი მაინც ენაა და ეს პრობობლემა ეტაპობრივად გვარდება. ანდრე სილვა მოვალეობებს თავს კარგად ართმევს, მან კარგად უნდა იცოდეს, როგორია სერია ა-ს გუნდების დაცვის სისტემა",

"სამწუხაროდ ბილია შემდეგ შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება. მისთვის "მილანური" კარიერა ცუდად დაიწყო, მაგრამ მოვა დრო, როცა თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს. რომანიოლი უკვე ვარჯიშობს და ჯერჯერობით არ ვრისკავთ. ალესიო მალე დაბრუნდება და უკვე შემეძლება, რომ გუნდი სამი მცველით ვათამაშო".

"ბაკას წარმატებებს ვუსურვებ. ის უნიჭიერესია, მაგრამ თავისი შესაძლებლობები იტალიურ ფეხბურთში ბოლომდე ვერ წარმოაჩინა. მადლობა მას, ყველაფრისთვის, რაც "მილანში" გააკეთა... კალინიჩი? მიხარია, მან ჩვენთან გადმოსვლის სურვილი გამოთქმა. ნიკოლასთან დაკავშირებით საინტერესო გეგმები მაქვს, ის კალჩოს კარგად იცნობს".

"კუტრონე საოცარ ფორმაშია და შეიძლება ამ მატჩში ითამაშოს. არ არის გამორიცხული, მოედანზე სილვა და კუტრონე ერთად ვიხილოთ. ნიანგის მცირე ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს. ლოკატელის და მონტოლივოს შორის არჩევანს მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გავაკეთებ".

"ხელმძღვანელებს სურდათ, რომ "მილანის" კაპიტანი ახალწვეულ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი ყოფილიყო. მე კი არჩევანი საუკეთესო ვარიანტზე შევაჩერე. დიახ, "როსონერის" ბონუჩი ულიდერებს, რომელსაც სურს, რომ "მილანთან" ერთად 4-5 წელი მაღალ დონეზე ითამაშოს და ტიტულები მოიგოს".

"ახალი მცველის დამატებას არ ვაპირებთ. გეგმები ბოლო სატრანსფერო დღეებთან დაკავშირებით? ამაზე ფასონე და მირაბელი მუშაობენ. მათ ჩემი სურვილები იციან გასასხვისებელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით და ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარდება"
,
- განაცხადა მონტელამ.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

leo2002 17 აგვისტო 2017 18:46
მიდი მონტელ მწ მჯერა შენი
--------------------
David Backham 17 აგვისტო 2017 18:40
ბევრია დამოკიდებული ამ კაცზე როგორ აათამაშებს გუნდს მე პირადად მჯერა მონტელასი forza

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

თქვენი აზრით, როგორ დაასრულებს "მილანი" სერია ა-ს 2018-19 წლების სეზონს?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image