logo

"მილანმა" და რანგნიკმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს

"მილანმა" და რანგნიკმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" და რანგნიკმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. წყაროს ცნობით,  კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეული გარკვეული პრობლემები გადალახეს და დეტალები შეათანხმეს.

თუმცა ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობას და გერმანელ მწვრთნელს ლოდინი მოუწევთ, რადგანაც ოფიციალური კონტრაქტი აგვისტოში გაფორმდება. ეს ის პერიოდი იქნება, როცა "როსონერის" სეზონი უკვე დასრულებული ექნება. კონტრაქტის ასე გვიან გაოფიციალურების მიზეზი კი ის გახლავთ, რომ კლუბს არ სურს შეაწუხოს პაოლო მალდინი და სტეფანო პიოლი, მანამ სანამ სეზონი არ დასრულდება.

შეხვედრა 61 წლის სპეციალისტსა და "ელიოტის" ხელმძღვანელ გორდონ სინგერს შორის ისევ დღის წესრიგში რჩება. წესით გასულ კვირას უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს თვის ბოლოს მოხდება.  "ელიოტს" მისი მხოლოდ მწვრთნელად დანიშვნა სურს, ხოლო თავად გერმანელს "მილანის" სრულ რეკონსტრუქციაში სურს მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

4 თვის წინ
943 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ