Image

გათამაშება ACMILAN.GE-ზე: იყავი აქტიური, მიიღე პრიზები!

image
საიტზე მომხმარებელთა აქტიურობის გაზრდის მიზნით ACMILAN.GE-ს ადმინისტრაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ წამახალისებელი გათამაშება.

მართალია, ჩვენი ვებგვერდი ყველაზე რეიტინგულია საქართველოში, რაც ყოველდღიურ ვიზიტორებზეც კარგად არის ასახული, მაგრამ ფაქტია, ძალიან მცირე როდენობით იწერება კომენტარები და სიახლეები.

აღნიშნული დეტალები კი აუცილებლად გამოსასწორებელია, რადგან გვინდა, რომ ACMILAN.GE-ზე შევქმნათ იდეალური, სასიამოვნო და მეგობრული გარემო - გავეცნოთ სიახლეებს, ვისაუბროთ ფეხბურთზე, განვიხილოთ "მილანში" არსებული სიტუაცია და ა.შ.

გათამაშება ACMILAN.GE-ზე: იყავი აქტიური, მიიღე პრიზები!
✔ პროექტში მონაწილეობს მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირებული იქნება ACMILAN.GE-ზე.
✔ გათამაშებამ სტარტი აიღო 5 აგვისტოდან და დასრულდება 2017 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს.
✔ გამარჯვებულის გამოვლენა ხდება მონაწილეთა აქტივობის მიხედვით - ქულების სისტემით:
• საიტზე გამოქვეყნებულ სიახლეებში დაწერილი ყოველი 1 კომენტარი = 1 ქულა
• მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ყოველი 1 სიახლე = 10 ქულა

✔ კატეგორიულად იკრძალება ე.წ. "ფლუდერობა", ანუ უაზრო კომენტარის წერა. რამდენიმე კომენტარის ზედიზედ დაწერა ერთ სიახლეში, როდესაც ამას სიტუაცია არ მოითხოვს და მარტივად არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი ერთ კომენტარში ჩაეტიოს და ა.შ. მსგავსი კომენტარები გადამოწმდება, წაიშლება და მონაწილეს მისთვის მისაღები ქულა აღარ მიენიჭება.
✔ კომენტარის შინაარსი აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს "მილანთან", ფეხბურთთან და ზოგადად სპორტზე. აგრეთვე, მისაღებია ისეთი კომენყტარები, რომელიც იქნება ACMILAN.GE-სთან დაკავშირებითაც.
✔ ქულები არ მიენიჭება იმ (ძველ) სიახლეებსა და კომენტარებს, რომელიც 5 აგვისტომდე იყო დაწერილი.
✔ კონკურსში არ ჩაითვლება ისეთი კომენტარები, რომლებიც "ფეისბუქის" პროფილით იქნება დაწერილი (შესაბამისად, აუცილებელია ACMILAN.GE-ზე რეგისტრაცია და კომენტარების დაწერა საიტის პროფილით).
✔ მონაწილეთა მიერ გამოგზავნილი სიახლეები გადამოწმდება ადმინისტრაციის მიერ და გამოქვეყნდება მხოლოდ ისეთი სტატიები, რომელიც არ იქნება დაკოპირებული სხვა ქართულენოვანი სტატიიდან და იქნება გრამატიკულად გამართული. აგრეთვე, არ გამოქვეყნდება ისეთი მასალები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ვიდეოს ან ფოტოს. მოკლედ რომ ვთქვათ, სტატიის სტილი და შინაარსი უნდა იყოს მსგავსი ACMILAN.GE-ზე წარსულში და ამჟამად გამოქვეყნებული სტატიებისა.
✔ გათამაშებაში მონაწილე მომხმარებლებს ACMILAN.GE-ზე გახსნილ საკუთარ პროფილში შევსებული უნდა ჰქონდეთ სახელისა და გვარის გრაფა (სასურველია პროფილში არსებულ "ჩემ შესახებ" გრაფაში იყოს მათი "ფეისბუქ" პროფილის ლინკი, იმეილი ან ტელეფონის ნომერი, რათა საჭიროების შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია მარტივად დაუკავშირდეს მათ).


გათამაშება ACMILAN.GE-ზე: იყავი აქტიური, მიიღე პრიზები!
✔ მომდევნო 5 თვის მანძილზე, ანუ გათამაშების დასრულებამდე, ყოველ 28-30 რიცხვში საიტზე გამოქვეყნდება თვის რეიტინგი (საუკეთესო 50 მომხმარებლის სია მიღებული ქულების მიხედვით).
✔ მონაწილეებს ყოველ თვეში დაგროვებული ქულები ავტომატურად გადაყვებათ მომდევნო თვეებში და საბოლოოდ დაჯამდება 2017 წლის 31 დეკემბერს.
✔ საპრიზო ადგილებზე გასულებს პრიზები გადაეცემათ 2018 წლის 10 იანვრიდან 30 იანვრამდე (თუ პრიზიორი თბილისში არ ცხოვრობს, ვისარგებლებთ ფოსტის სერვისით).

✔ ACMILAN.GE აწესებს 5 საპრიზო ადგილს შესაბამისი წამახალისებელი პრიზებით:
I ადგილი - "მილანის" 2017-18 წლის სეზონის მაისური (ფოტო)
II ადგილი - მაისური წარწერით და "მილანის" ლოგოს გამოსახულებით (ფოტო)
III ადგილი - ფინჯანი "მილანის" ლოგოს გამოსახულებით (ფოტო)
IV ადგილი - "მილანის" ბრელოკი (ფოტო)
V ადგილი - "მილანის" ბრელოკი (ფოტო)

გათამაშება ACMILAN.GE-ზე: იყავი აქტიური, მიიღე პრიზები!
✔ ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ წესებში შეიტანოს ცვლილება (თუ ამით პროექტი უფრო სამართლიანი გახდება).
✔ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე განთავსებულ თქვენთვის სასურველი საკონტაქტო საშუალებით (სასურველია გამოიყენოთ ახლახანს დამატებული ჩატი ვებგვერდის ქვედა, მარჯვენა კუთხეში).
✔ არ არის საჭირო ყოველ გამოქვეყნებულ კომენტარზე ოპერატორთან დაკავშირება და იმის კითხვა, მიენიჭება თუ არა მის კომენტარს საკონკურსო ქულა. მერწმუნეთ, ადმინისტრაცია ზუსტ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
✔ აგრეთვე, არ არის საჭირო მსგავსი შინაარსის შეტყობინებების გამოგზავნა: "ადმინ, სიახლე გამოვგზავნე, ნახე და გამოაქვეყნე"... ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ისეთ სიახლეებს გამოვაქვეყნებთ და შესაბამისად მივანიჭებთ 20 ქულას, რომელიც იქნება გამართული და არ მოგვიწევს ჩვენით თავიდან დაწერა/გადაკეთება.

• ✔ არ დაგავიწყდეთ, რომ კონკურსის 5 თვიანი ხანგრძლივობა განპირობებულია მხოლოდ ამ პროექტის მიზნით - ACMILAN.GE-ზე საუკეთსო "მილანური" ატმოსფეროს შექმნით.

მადლობა ყურადღებისთვის და საიტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს!
Forza Milan!
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 5

David Backham 9 აგვისტო 2017 11:22
ნამდვილად კარგი წამოწყებაა,იმედი მაქვს გააქტიურდებიან გულშემატკივრები. forza
Leoni 9 აგვისტო 2017 05:13
Dzalian didi xania Milan isti var da am saitsac xshirad vnaxulob, da komentarebma imitom moiklo rom dzalian gvian debt siaxleebs, xan kvirac gasula araferi ar dagidiat...mixaria tu dabrundeba es saiti martlac, Forza Milan!!!
milan4ever 8 აგვისტო 2017 11:22
კაი ინიციატივაა :) 022
leo2002 6 აგვისტო 2017 01:21
კარგია ასეთი წამახალისებელი რაღაცეები იმედია საიტზე შეიქმნეება მილანური ატმოსფერო. ფორზა მილან<3
--------------------
chapi91 6 აგვისტო 2017 00:37
melans paatarobidan vbaleshikob da yoveltvis ubaleshikeb wels kai gundi gveyoleba chempionta ligazec movxvtebit
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
მატჩის მილანელი
პატრიკ კუტრონე
რეკლამა
Image
N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
ინტერი
3
1
2
იუვენტუსი
3
1
3
მილანი
3
1
4
ნაპოლი
3
1
5
სამპდორია
3
1
6
კიევო
3
1
7
რომა
3
1
დანაკლისი
-
ბილია, ბონავენტურა, პალეტა
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას?

რეკლამა
Image
იტვირთება რეკლამა...

შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image