გალიანი: "ამ ტრანსფერის გამო სიკვდილი მემუქრებოდა"

გალიანი: "ამ ტრანსფერის გამო სიკვდილი მემუქრებოდა"

ადრიანო გალიანიმ "მილანის" ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში მის კარიერაში ყველაზე სახიფათო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"მარსელ დესაილის ტრანსფერის გამო სიცოცხლე გავრისკე. "მილანის" გენერალურმა დირექტორმა ფრანკო ტატომ ყველა მენეჯერს გამოგვიგზავნა მესიჯი, რომ მისი ნებართვის გარეშე ტრანსფერი არ განგვეხორციელებინა, რადგან "ფინინვესტს" ფინანსურად უჭირდა."

"პრეზიდენტი ბერლუსკონისთვის რომ მიმემართა ეს ტატოს უპატივცემლობა იქნებოდა. გიჟური იდეა დამებადა და გადავწყვიტე დესაილი 10 მილიარდ ლირად ყველასათვის უკითხავად მეყიდა."

"მახსოვს მარსელი "მილანის" მაისურით პირველად იტალიის თასზე გამოჩნდა და ბერლუსკონი გაოცებული მიყურებდა. "შეუძლებელია, შეუძლებელია" - სულ ამ სიტყვებს იმეორებდა. 15 დღის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა, ხოლო ტატოს ჩემი მოკვლა უნდოდა." - განაცხადა გალიანიმ.

7 თვის წინ
1309 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 298
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი