logo

პიოლი: "იბრაჰიმოვიჩი მებრძოლია, რომელიც თანაგუნდელებს სტიმულს მისცემს"

პიოლი: "იბრაჰიმოვიჩი მებრძოლია, რომელიც თანაგუნდელებს სტიმულს მისცემს"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "Corriere della Sera"-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"იბრაჰიმოვიჩი მებრძოლი და ქარიზმატული ლიდერია, რომელსაც პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მას შეუძლია თანაგუნდელებს სტიმული მისცეს, რაც წარმატებისთვის ფუნდამენტალურია."

"ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ზლატანი კი მათ პიროვნულ ზრდას შეუწყობს ხელს. მადლობა მინდა გადავუხადო ხელმძღვანელობას, რომელიც არდადაგების პერიოდში მუხლჩაუხრელად მუშაობდა."

"იბრასთან ტელეფონით ვისაუბრე და თავის დებიუტს დიდი ენთუზიაზმით ელის. ის არის ისეთი კალიბრის მოთამაშე, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება იდეალურად შეუძლია. მან შემდეგი სიტყვებით მომმართა: "მისტერ, არ ინერვიულოთ, მე მშვენივრად ვარ და ყველაფერი კარგად იქნება."

"2019 წელი ბერგამოში ძალიან ცუდად დავამთავრეთ, მსგავს რამეს არ ველოდით. მომენტების რეალიზაციის სიმცირის გამო 3-4 ქულა დავკარგეთ, იბრაჰიმოვიჩი კი ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება."

"მიზანი? რაც შეიძლება მაღლა ასვლა. ხელმძღვანელობის დავალება არ იყო აუცილებლად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ მიზანს მივუახლოვდებით, წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა პიოლიმ.

11 თვის წინ
1703 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 197
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ