logo

"მილანმა" განათხოვრებული ფეხბურთელების საკითხი განიხილა

"მილანმა" განათხოვრებული ფეხბურთელების საკითხი განიხილა

"Milanlive.it"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" სატრანსფერო ფანჯარაზე განათხოვრებული ფეხბურთელების დაბრუნებას აპირებს.

ლომბარდიულ გრანდში რამდენიმე განათხოვრებული ფეხბურთელია, რომელიც შესაძლოა დააბრუნონ, მაგრამ საკითხავი ეხლა ის ფაქტია, თუ რომელი წაადგება კლუბს.

ორი მეკარე გუნდში დასაბრუნებლად მზად არის, პეპე რეინას და ალესანდრო პლიზარის სახით. არაა გამორიცხული, რომ "როსონერიმ" ორივე დაიბრუნოს.

ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ "შავ-წითლები" მატია კალდარას დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.

როგორც მოგეხსენებათ, მატია ამჟამად "ატალანტაში" ასპარეზობს და ბერგამოელებს გამოსყიდვის ვალდებულება აკისრიათ.

აგრეთვე უნდა ითქვას, რომ ალენ ჰალილოვიჩის, ისევე როგორც სუსოს ლომბარდიულ გრანდში გადმობარგებაც შესაძლებელია.

პორტუგალიელი, ანდრე სილვას საკითხიც ჯერჯერობით კიდევ განსახილველია, რომელიც ამჟამად "აინტრახტში" იმყოფება და კლუბში 2021 წლამდე დარჩება.

4 თვის წინ
979 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ