logo

რანგნიკი სტაფში იტალიელების დასაქმებას გეგმავს: პრესაში ორმა სახელმა გაჟონა

რანგნიკი სტაფში იტალიელების დასაქმებას გეგმავს: პრესაში ორმა სახელმა გაჟონა

"La Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რალფ რანგნიკი "მილანის" სტაფში იტალიელების დასაქმებას გეგმავს და ორმა სახელმაც გაიჟღერა.

პირველი არიედო ბრაიდაა, რომელიც ბერლუსკონის ერაში კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რის შემდეგაც "ბარსელონას" შეუერთდა, თუმცა ამჟამად უმუშევრადაა. რამდენიმე კვირის წინ კი თავად აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში მზადაა "როსონერიში" დაბრუნდეს.

მეორე კანდიდატი კი დანიელე ბონერაა, რომელიც ლომბარდიულ გრანდში მარკო ჯამპაოლომ დააბრუნა და ამჟამად სტეფანო პიოლის სტაფშიც მუშაობს. ზემოთ ხსენებული გამოცემის მტკიცებით კი ბონერა რანგნიკის სტაფშიც დასაქმდება.

5 თვის წინ
1048 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 131
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ