Image

ანდრეა ბარძალი: "ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით"

image
ტურინის "იუვენტუსის" მცველი ანდრეა ბარძალი ლეონარდო ბონუჩის დაემშვიდობა. 36 წლის ფეხბურთელმა ყოფილ თანაგუნდელს წერილი მიუძღვნა, რომელშიც ამბობს, რომ სიმართლე მხოლოდ მათ იციან. აქვე გეტყვით, რომ ბარძალი ჯიჯი ბუფონის მეორე ფეხბურთელია, ვინც ბონუჩის დაემშვიდობა, ხოლო დანარჩენებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ჩვენ ერთად გავატარეთ ფანტასტიკური წლები, რომელიც სავსე იყო გამარჯვებებითა და დიდი მიღწევებით. მე და შენ, ჯიჯისთან და ჯორჯოსთან ერთად საერთო ენა მალევე გამოვნახეთ – ყველაზე ახლო ურთიერთობა გვქონდა. მოედანზეც, გასახდელშიც. იმ გასახდელში, რომელზეც ამბობენ, რომ განხეთქილება მოხდა. თუმცა, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით. წარმატებებს გისურვებ ლეო ახალ თავგადასავალში"
, - წერს ბარძალი "ინსტაგრამის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი "მილანს" ორი დღის წინ 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბევრი რამ ითქვა მიზეზზე, თუ რატომ დატოვა ბონუჩიმ "იუვენტუსი", მაგრამ ყველაზე რეალურ ვერსიად მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი სახელდება.

ბონუჩი "იუვენტუსში" 2010 წლიდან თამაშობდა – 317 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 19 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ბარძალის, იგი ტურინში 2011 წლის იანვარში აღმოჩნდა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

Image
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
მატჩის მილანელი
ნიკოლა კალინიჩი
რეკლამა
Image
N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
ნაპოლი
12
4
2
იუვენტუსი
12
4
3
ინტერი
12
4
4
ლაციო
10
4
5
მილანი
9
4
6
ტორინო
8
4
7
სამპდორია
7
4
დანაკლისი
-
კონტი
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას?

რეკლამა
Image
იტვირთება რეკლამა...

შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image