პირველი ბუფონი "მილანიდან", რომელმაც იტალია დაიპყრო

image

"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი არ არის პირველი იტალიელი ფეხბურთელი ბუფონების გვარიდან, რომელიც მსოფლიომ გაიცნო. 1950-1960 წლებში იტალიური გაზეთების პირველ გვერდებს არ ცილდებოდა ერთი მეკარის სახელი და გვარი - ლორენცო ბუფონი.

5 გზის იტალიის ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე და ქალების გულთამბყრობელი მამაკაცი. მისი სახე, არამხოლოდ სპორტული ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე, არამედ მოდური ჟურნალების ყდაზეც ხშირად ხვდებოდა. ასევე, ის უამრავი ცნობილი ბრენდის სარეკლამო სახე იყო.

რატომ არ ახსოვს ბევრ ქომაგს ისეთი დიადი მეკარე, როგორც ლორენცო ბუფონი იყო და რატომ გვახსენდება ბუფონის გაგონებაზე მხოლოდ მისი ბიძაშვილის შვილიშვილი, ჯანლუიჯი? ამის პასუხი იმ დროინდელი იტალიური გაზეთების მარტივი სათაური იყო: "დეპრესიამ და სიხარულმა ლორენცო ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიწირეს".

ლორენცოს შეეძლო გმირულად გადაერჩინა მისი გუნდი ერთ მატჩში, თუმცა მეორე მატჩში მდგარიყო კარის ხაზთან და დამაყრუებელი სტვენა დაემსახურებინა. მაგრამ... რაც არ უნდა იყოს, ის 11 წელი იყო ისეთი დიადი "მილანის" წევრი, რომელიც 50/60-იან წლებში უპრობლემოდ და არაერთხელ აჩოქებდა მთელ სერია ა-ს.

პირველი ბუფონი "მილანიდან", რომელმაც იტალია დაიპყრო

ლორენცომ კარიერა სერია დ-ს მოკრძალებულ გუნდ "პორტოგრაუზერეში" დაიწყო, საიდანაც უკვე 20 წლის ასაკში გადაბარგდა "მილანში". ის სწრაფადვე გახდა გუნდის უცვლელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი. იმ დროს "როსონერიში" ლეგენდარული 3-ეული გრე-ნო-ლი (გუნარ გრენი, გუნარ ნორდალი, და ნილს ლინდჰოლმი) თამაშობდნენ და მათთან ერთად ლორენცოც საუკეთესო იყო, რომლის უპირატესობად პოზიციის შერჩევის ალღო ითვლებოდა. ის იყო ცივსისხლიანი და დრო და დრო შეურაცხადიც. ლეგენდარული 3-ეულის მიუხედავად, ლორენცო ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ნამდვილად არ იყო მარტივი, ისეთი მატჩების ჩატარება, რომელიც 6:5 მთავრდება.

4 საჩემპიონო ტიტული ლორენცომ "მილანის" მაისურით მოიგო და საკუთარი პოზიცია, მხოლოდ ჯორჯო გეცის - თავის ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეს დაუთმო. მათი პაექრობა, კალჩოს ისტორიაში, ლეგენდად არის ქცეული.

მაშინ, როცა ბუფონი "მილანის" კარს იცავდა, საპირისპირო მხარეს, "ინტერის" კარებში იდგა ადამიანი, რომელსაც ზედმეტსახელად "კამიკაძეს" ეძახდნენ. ეს იყო ახლახანს ხსენებული ჯორჯო გეცი. მეკარე, რომელსაც თავისუფლად შეეძლო დაუნდობელი ვარდნა განეხორციელებინა, გაეწირა მეტოქე, აერთმია ბურთი და მოწინააღმდგის ფორვარდების მიმართულებით მათ მოსატყუებლად დაძრულიყო. ესეთ ზედმეტსახელს ტყუილუბრალოდ არავის არქმევენ.

პირველი ბუფონი "მილანიდან", რომელმაც იტალია დაიპყრო

ასე მიმდინარეობდა პაექრობა 2 მილანელს შორის - "სიმპატიურ" ბუფონსა და "კამიკაძე" გეცის შორის. ეს ყველაფერი ხდებოდა 1959 წლამდე. მანამ, სანამ "მილანის" ხელმძღვანელობა არ დაიღალა გამუდმებული უთანხმოებით ლორენცოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებებზე და საბოლოოდ, "მილანის" ბოსები ლორენცოს 180 გრადუსით შეუტრიალდნენ... გეცის მხარეს... ამ უკანასკნელს, "როსონერიმ" ისეთი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც უარი ვერ თქვა. რა თქმა უნდა, ეს ლორენცოსთვის დამცირება იყო, ამიტომ მან საპასუხო ნაბიჯი გადადგა და "ინტერში" გადავიდა, სადაც კიდევ ერთი საჩემპიონო ტიტული მოიგო.

მოკლედ, იტალიაში, მხოლოდ "მილანისა" და იტალიის ნაკრების მეკარეობა არ კმარა რომ პირველი კლასის ვარსკვლავი გახდე. საჭიროა კიდევ "რაღაც", რაც ბუფონს ნამდვილად ჰქონდა. ეს "რაღაც" ლორენცოს მეუღლე ედი კომპანიონი იყო. ალბათ 50-იან წლებში უნდა გვეცხოვრა, რომ ამ წყვილის ვარსკვლავურობა, ბოლომდე გაგვეგო.

ედი კომპანიონ იმ დროის იტალიის ულამაზეს ქალბატონად ითვლებოდა. მაცდური, ქერა მანდილოსანი, რომელზეც მთელი იტალია შეყვარებული იყო. ის იტალიურ ტელევიზიაში მუშაობდა და მისი როლი თითქოსდა მეორეხარისხოვანი იყო - წამყვანის დამხმარე. იტალიელებმა მისთვის, ამ საქმიანობას სახელი მოუფიქრეს - Vallettе. თუმცა, როგორც კი შოუ იწყებოდა, ყველა კამერა და მაყურებლის ყურადღება ედიზე ექცეოდა. ედის ჰქონდა მომხიბვლელობა, გონება, თეატრალური ნიჭი, და რა თქმა უნდა ჰყავდა მეუღლე - ყველზე სასურველი მამაკაცი იმ დროის იტალიაში, "კრასავჩიკი" და ფეხბურთის გმირი. თუმცა, ამ ვარსკვლავურმა წყვილმა, ლორენცომ და ედი ერთად მხოლოდ 10 წელი იცხოვრეს.

პირველი ბუფონი "მილანიდან", რომელმაც იტალია დაიპყრო

1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლორენცოს კარიერაში დაღმასვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 1963 წელს მან სკუდეტო მოიგო "ინტერთან" ერთად, ის მისი ბოლო სერიოზული სეზონი იყო. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც ვერ წავიდა მის ცხოვრებაში საქმე კარგად. ვერც მწვრთნელად ვერ გამოდგა და ბოლოს "მილანში" დაბრუნდა და სკაუტად მუშაობდა.

ლორენცო ბუფონი დღესაც ცოცხალია და ის 88 წლისაა. თავის დროზე, ის "მილანს" ბიძაშვილის შვილიშვილს ჯანლუიჯი ბუფონსაც სთავაზობდა, თუმცა მილანელებმა უარი თქვეს.

თავად ჯიჯის კი დინასტიაზე საუბარი არ უყვარს...

პირველი ბუფონი "მილანიდან", რომელმაც იტალია დაიპყროскачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image