ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საფეხბურთო საიტმა გამოაქვეყნა მილანის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული. მასში თავმოყრილნი არიან მილანის "ოქროს ბიჭები", ოქროს თაობის ფეხბურთელები. რასაკვირველია ამ თერთმეტეულში ვერ შევიდნენ სხვა "ლეგენდები", თუმცა ისეთი გუნდი როგორიც მილანია არ სჭირდება ასეთი გამოკითხვების შედეგად შექმნილი თერთმეტეული. თუმცა გთავაზობთ ამ სიას.
ლორენცო ბუფონი (1949-59)
ლორენცო ბუფონს “მილანში” დებიუტი 20 წლის ასაკში ჰქონდა და მომდევნო ათი წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატის მოგება ოთხჯერ მოახერხა. იგი დიდ როლს თამაშობდა “როსონერის” პირველ დიდ გუნდში, რომელშიც “გრე-ნო-ლი”-ს სახელით ცნობილი შვედური ტრიო (გუნარ გრენი, გუნარ ნორდალი, ნილს ლიდჰოლმი) თამაშობდნენ. ლორენცო ბუფონი დღევანდელი “იუვენტუსის” კარის დარაჯის არა მხოლოდ მოგვარე, არამედ მისი ბაბუის ბიძაშვილი იყო. იტალიის ნაკრებში ტურინელთა კიპერის სახელოვან წინაპარს 16 თამაში აქვს ჩატარებული.
ფრანკო ბარეზი(1977-97)
ფრანც ბეკენბაუერთან და გაეტანო შირეასთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო სამ ლიბეროს შორის მყოფი ფრანკო ბარეზი იტალიის მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღაირებული. მალდინის მსგავსად, მთელი საფეხბურთო კარიერა მანაც “მილანს” მიუძღვნადა ამ კლუბთან ერთად ოცი წლის განმავლობაში ექვსი სკუდეტო და სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. როდესაც ბარეზიმ თამაშს თავი დაანება, მილანში მისი ლეგენდარული 6 ნომრიანი მაისური უკვდავყვეს და მას შემდეგ ამ ნომრით შავ-წითელთა შემადგენლობაში აღარავის უთამაშია. ბარეზიმ იტალიის ნაკრებში 81 თამაში ჩაატარა და მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე “სკუადრა აძურას” კაპიტანიც იყო.
კარლ-ჰაინც შნელინგერი (1965-74)
ქერა გერმანელ მცველს იტალიის ჩემპიონატში დებიუტი “მილანის” წინააღმდეგ შეხვედრაში ჰქონდა, როდესაც მისმა “მანტოვამ” ძლიერი მეტოქე მოულოდნელად 4:1 დაამარცხა. განგებამ ისე ინება, რომ შნელინგერი საბოლოოდ სწორედ “მილანში” აღმოჩნდა და კარიერის საუკეთესო ცხრა წელიც ამ კლუბში დაჰყო. ფეხბურთის გულშემატკივრებს მან თავი ყველაზე მეტად 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების კარში ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამახსოვრა. თუმცა ის შეხვედრა დამატებით დროში იტალიელებმა მაინც მოიგეს. “მილანში” გატარებული წლების განმავლობაშ შნელინგერმა თითოჯერ სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ თასების მფლობელთა თასი, ხოლო სამჯერ იტალიის თასი მოიგო.
პაოლო მალდინი (1984-)
მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდა მილანურ გრანდში თითქმის მეოთხედი საუკუნეა თამაშობს. “მილანის” პირველ გუნდში დებიუტი მას 1985 წლის იანვარში ჰქონდა და მას შემდეგ ჩატარებული თამაშების მიხედვით როგორც კლუბში, ასევე სერია A-ში საუკეთესოა. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მალდინიმ შვიდჯერ სკუდეტო, ხუთჯერ ჩემპიონთა თასი, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო თითოჯერ იტალიის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ეროვნული ნაკრების რიგებში მალდინიმ 126-ჯერ ითამაშა, რაც “სკუადრა აძურასთვის” რეკორდული მაჩვენებელია.
ნილს ლიდჰოლმი (1949-61)
ლიდჰოლმი, რომელიც “მილანის” ლეგენდარული შვედური ტრიოს, “გრე-ნო-ლი”-ს ერთ-ერთი წევრი იყო, შვედეთის მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად არის აღიარებული. იტალიაში გატარებული 12 წლის განმავლობაში ლიდჰოლმმა ოთხჯერ მოიგო ქვეყნისჩემპიონატი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამდე ერთი მოგებაღა დააკლდა 1958 წელს. იმავე წელს ლინდჰოლმს ასევე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატის მოპოვებამდე, მაგრამ შვედეთის ნაკრებს ბრაზილიური ბარიერის დასაძლევად მისმა გოლმაც ვერ უშველა.
ფრანკ რაიკაარდი (1988-93)
შესანიშნავი ჰოლანდიელი ნახევარმცველს, რომელსაც დაცვითი ფუნქციების ბრწყინვალე შესრულებით იყო გამორჩეული, არასდროს ჰქონია ისეთი აღიარება, როგორიც მის თანამემმულეებს და “მილანში” პარტნიორებს, ვან ბასტენს და გულიტს. “მილანის” რიგებში მან ორჯერ სკუდეტოს და ამდენჯერვე ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. 1990 წელს კი უმაღლესი ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალში “ბენფიკას” გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა. წარამტებული გამოდგა მისთვის საერთაშორისო კარიერაც – ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად 1988 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
რობერტო დონადონი (1986-96, 1997-99)
წლების განმავლობაში იტალიას არცთუ ბევრი მსოფლიო კლასის გარემარბი ჰყავდა, მაგრამ დონადონი თავისუფლად შეგვიძლია ასეთ ფეხბურთელად ჩავთვალოთ. 1986 წელს “მილანმა” დონადონისთვის ბრძოლა “იუვენტუსს” მოუგო და 23 წლის ფეხბურთელი “ატალანტასგან” შეიძინა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში დონადონიმ მილანურ კლუბთან ერთად მოიგო ყველა მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი. შესანიშნავი ტექნიკის მქონე ფეხბურთელმა იტალიის ნაკრებში 63 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ “სკუადრა აძურაში” მისი ასპარეზობა ბევრს ალბათ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, არგენტინასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში გაფუჭებული პენალტით დაამახსოვრდა.
ჯანი რივერა (1960-79)
“ოქროს ბიჭუნად” წოდებულ რივერას სერია A-ში დებიუტი 15 წლის ასაკში, მშობლიური ქალაქის კლუბ “ალესანდრიაში” ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ იგი უკვე “მილანის” შემადგენლობაში ირიცხებოდა, სადაც მომდევნო 19 წლის განმავლობაში სამი სკუდეტო, ორიჩემპიონთა თასი, ორი თასების მფლობელთა თასი, ერთი საკონტინენტთაშორისო და ოთხიც იტალიის თასი მოიგო. 1968 წელს რივერამ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მომდევნო წელს კი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეროვნულ ნაკრებში მან სულ 60 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღება 14-ჯერ მოახერხა.
ჟოზე ალტაფინი (1958-65)
ბევრი მიიჩნევს, რომ ალტაფინი საუკეთესო ბრაზილიელია, რომელსაც იტალიაში უთამაშია. “მილანის” რიგებში მაცოლას მეტსახელით ცნობილმა ფეხბურთელმა 248 თამაშში 168 გოლი გაიტანა. სულ სერია A-ში გატანილი 216 გოლით კი იგი ჯუზეპე მეაცასთან ერთად ამ
ტურნირის მესამე საუკეთესო მეგოლეა. ალტაფინის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი იყო 1960 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი, როდესაც “მილანმა” ეუსებიოს “ბენფიკა” სწორედ მისი დუბლის წყალობით დაამარცხა 2:1. ალტაფინი
ფეხბურთელთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ორ ეროვნულ ნაკრებში აქვს ათამაშები. ბრაზილიის პირველი გუნდის შემადგენლობაში მან მხოლოდ ერთი წელი ითამაშა და 8 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. ასევე ერთი წელი გამოდიოდა იგი “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში, მაგრამ შედეგი უკეთესი ჰქონდა – 6 თამაშში 5 გოლი.
მარკო ვან ბასტენი (1987-93)
მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო “მილანში” არსებული ჰოლანდიური ტრიოს დამაგვირგვინებელი ნაწილი. იტალიაში თამაშის დროს მან სამი სკუდეტო, ორი ჩემპიონთა ლიგა და ორიც საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ასევე სამჯერ დაეუფლა ოქროს ბურთს. ხოლო მილანურ გრანდში ჩატარებულ 168 თამაშში ვან ბასტენმა თავი 108-ჯერ გამოიჩინა გატანილი გოლით. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე იგი ჰოლანდიის ნაკრების დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა და ფინალურ შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში გოლიც გაიტანა. სამწუხაროდ ჰოლანდიური და არა მარტო ჰოლანდიური ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავს კარიერის დასრულება ნაადრევად, 29 წლის ასაკში მოუწია ტრავმის გამო.
გუნარ ნორდალი (1949-56)
ლეგენდარული “გრე-ნო-ლი”-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელმაც “მილანის”შემადგენლობაში 257 თამაშში 210 გოლის გატანა მოახერხა. ხოლო თუ ამას დავუმატებთ “რომას” შემადგენლობაში გატანილ 15 გოლს, იგი სერია A-ს ისტორიაში მეორე მეგოლე გამოდისსილვიო პიოლას შემდეგ. იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნორდალი ხუთჯერ გახდა, ორჯერ მოიგო სკუდეტო და ოთხჯერ იტალიის თასი. შვედეთის ნაკრებში ჩატარებულ 43 თამაშში კი 33 გოლის გატანა მოახერხა.
იხილეთ ყველა ლეგენდის მცირე ისტორია -
დააკლიკეთ აქ!