სილვიო ბერლუსკონის “მილანი”: შავ-წითლები რჩეულთა შორის.“ეს კლუბი ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ბედნიერი ვარ, რომ მის სათავეში ვდგავარ, თუმცა სასიხარულოდ საქმე ჯერ არ გვაქვს- დღეს ჩვენ საშუალო კლუბად ვითვლებით,მე კი მსურს მალე არა თუ იტალიაში, მსოფლიოშიც პირველები გავხდეთ”- “მილანის პრეზიდენტმა ეს სიტყვები პირველი პრეს-კონფერაციაზე განაცხადა.
ის, რომ სილვიო ბერლუსკონის მართლა სურდა უმაღლესი საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობა, მალე საქმითაც გამოჩნდა: 1986 წლის ზაფხულში ბერგამოს “ატალანტადან” იმედისმომცემი რობერტო დონადონი შეიძინა, რდი “ფიორენტინადან” ჯოვანი გალი და დანიელე მასარო გადაიბირა, “ვერონადან” კი ფორვარდი გალდერიზი მიიწვია.
დაიწყო თუ არა სეზონი “მილანის” შვედი მწვრთნელის ნილს ჰილდონის კლუბიდან გაშვებაზე ალაპარაკდნენ- პრეზიდენტს შედეგი არ აკმაყოფილებდა, თუმცა სკანდინავიელმა სეზონის ბოლომდე მაინც შეინარჩუნა თანამდებობა, ისიც იმიტომ, რომ კლუბმა უეფა-ს თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
1987 წლის ზაფხულში ბერლუსკონიმ მთელი მსოფლიო გააოცა: ახალი ფეხბურთელების შესაძენად 40 მილიარდი ლირა, ანუ 21 მილიონი დოლარი დახარჯა: “პსვ ეინდჰოვენიდან” რუუდ გულიტი გადაიბირა, ამსტერდამის “აიაქსიდან” თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი და მცველი ფრანკ რაიკარდი, “რომადან” კარლო ანჩელოტი მიიწვია, “უდინეზედან” კოლომბო, “პარმადან” ბიანკი, ბორტოლაცი და მუსი, ასევე მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი, არგენტინელი კლაუდიო დანიელ ბორხი (უცხოელთა ლიმიტის გამო, “მილანმა” რაიკარდი და ბორხი ერთი სეზონით სხვა კლუბებს დაუთმო).
რაც მთავარია, სრულიად ახალ “მილანს” მწვრთნელიც ახალი მოუძებნა: “პარმას” თავკაცი არიგო საკი, რომლის გუნდმა წინა სეზონში ორჯერ სძლია შავ-წითლებს
სილვიო ბერლუსკონიმ იმ დროს ნაკლებად ცნობილ სპეციალისტს ნათლად დაუსახა მიზანიც: მაქსიმუმ ორ სეზონში “მილანი” იტალიის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო! პრეზიდენტი სოლიდურ პრემიებს დაპირდა გუნდს, თუმცა თანხას მწვრთნელები და ფეხბურთელები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სეზონის ბოლოს ბერლუსკონის ტიტულით გააახარებდნენ.
არიგო საკიმ პრეზიდენტის გეგმები “გადაჭარბებით შეასრულა”: სადებიუტო, 1987-1988 წლების სეზონში “მილანმა” სერია A მე-11 მოიგო! ის პირველობა დიეგო მარადონას “ნაპოლის” და შავ-წითელთა დაპირისპირებად იქცა. პირველი წრე სამხრეთელებმა 3 ქულის უპირატესობით მოიგეს, თუმცა პირველ წრეში “მილანმა” “სან სიროზე” ლიდერი 4:1 გაანადგურა- ევროპის 1987 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა რუუდ გულიტმა ერთი გოლი გაიტანა, ერთხელ ძელი შეაზანზარა და ორი საგოლე პასი მიითვალა!
გადამწყვეტი გამოდგა ამ გუნდების დაპირისპირება ნეაპოლში: “მილანმა” ზღაპრულად ითამაშა, რუუდ გულიტმა კიდევ ერთხელ იტვირთა ლიდერის როლი და იმ შეხვედრაში აშკარად დაჩრდილა ჩემპიონთა გენიოსი მარადონა- ვირდისმა ორი და ვან ბასტენმა ერთი გოლი გულიტის პასებით გაიტანეს. “მილანმა” 3:2 მოიგო, “ნაპოლის” გადაასწრო და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა.
1988 წლის ზაფხულში “მილანმა” საკის დაჟინებული მოთხოვნით ესპანეთის სარაგოსაში განათხოვრებული ფრანკ რაიკარდი დაიბრუნა და შავ-წითელთა ლეგენდარული ჰოლანდიური ტრიოც-რაიკარდი-გულიტი-ვან ბასტენი- შეიკრა. საინტერესოა, რომ 1988 წლის შედეგით “ფრანს ფუტბოლის” რეფერენდუმში პირველი სამი ადგილი სწორედ “მილანის” ჰოლანდიელებმა დაიკავეს: ვან ბასტენს გულიტი და რაიკარდი ჩამორჩნენ.
1988-1989 წლების სეზონში არიგო საკიმ აქცენტი ჩემპიონთა თასზე გააკეთა და არც შემცდარა: “მილანმა” მესამედ მოიგო ევროპის ნომერ პირველი საკლუბო ჯილდო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა იტალიელთა ნახევარფინალური მატჩები მადრიდის “რეალთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” სამეფო კლუბმა ფრედ 1:1 ითამაშა, “სან-სიროზე” კი 0:5 განადგურდა! “მილანმა” პირველივე ტაიმში მოითავა საქმე: ანჩელოტიმ, რაიკარდმა და გულიტმა სამჯერ დალაშქრეს ესპანეთის ჩემპიონის კარი, შესვენების შემდეგ კი ვან ბასტენმა და დონადონიმ კიდევ ორი ბურთი გაიტანეს.
ფინალში “მილანმა” ბუქარესტის “სტიაუა” გაანადგურა, ჩემპიონთა თასის 1986 წლის მფლობელი გუნდი- 4:0. რუუდ გულიტმა და მარკო ვან ბასტენმა ორ-ორი გოლი გაიტანეს! ჩემპიონთა თასს “მილანმა” შემოდგომით ევროპის სუპერ თასი დაამატა (ისტორიაში პირველად), დეკემბერში კი მეორედ მოიპოვა საკონტინენტაშორისო თასი!ტოკიოში მილანელებმა კოლუმბიის “ატლეტიკო ნაციონალი” 1:0 დაამარცხეს- გამარჯვების გოლი მეკარე რენე იგიტას ა;ბერიგო ევანიმ 119-ე წუთზე გაუტანა.
1990 წელს “მილანმა” სკუდეტო ბოლო ტურებში დაკარგა, თუმცა საკლუბო მუზეუმს კვალ შემატა სამი საერთაშორისო თასი- ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო.
1991 წელს, ჩემპიონთა თასის მეოთხედ ფინალში, მარსელის “ველოდრომზე”, “ოლიმპიკის” და “მილანის” საპასუხო მატჩის დროს სტადიონზე განათება ჩაქრა, იტალიელებმა კი, რომლებიც მატჩს აგებდნენ, შეხვედრის გაგრძელება იუარეს. უეფა-მ სილვიო ბერლუსკონის გუნდი ერთი წლით მოკვეთა ევროთასებიდან.
ცვლილებები სწორედ მაშინ მოხდა: არიგო საკიმ ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის მიღმა დარჩენილი იტალიის ნაკრები ჩაიბარა, “მილანის” სათავეში კი ფაბიო კაპელო მივიდა, რომლის ხელში შავ-წითლები მსოფლიოს უძლიერეს კლუბთა შორის დამკვირდნენ, სამაგიეროდ უარი თქვეს ლაღ, შემტევ ფეხბურთზე და ამით არაერთი გულშემატკივარი დაკარგეს.
1991-1992 წლების სეზონში “მილანმა” “პერუჯას” რეკორდი გაიმეორა და იტალიის ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა, თუმცა რეკორდსმენისგან განსხვავებით, სკუდეტო მოიგო.
1992-1993 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული კვლავ შავ-წითლებს დარჩათ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფენომელარული შედეგით გავიდნენ. 10 მატჩიდან ყველა მოიგეს და რაც ყველაზე საინტერესოა, მხოლოდ 1 ბურთი გაუშვეს- ჯგუფურ ტურნირში “პსვ ეინდჰოვენის თავდამსხმელ რომარიოსგან.
ფინალში “მილანი” მარსელი “ოლიმპიკთან” დამარცხდა, თუმცა მალე ფრანგული კლუბი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში ამხილეს და დასაჯეს. ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასებზე ფრანგების ნაცვლად “მილანმა” იასპარეზა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.
ფრანგებთან წაგების შემდეგ “მილანში” ჰოლანდიური ტრიოს დროება დასრულდა: მარკო ვან ბასტენმა ვერაფრით მოირჩინა კოჭის ტრავმა, რუუდ გულიტი ფაბიო კაპელოს ეჩხუბა და გენუის “სამპდორიაში” გადაბარგდა, ფრანკ რაიკარდი კი “აიაქსს” დაუბრუნდა.
1994 წელს “მილანმა” ზედიზედ მესამედ მოიგო სერია A და კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დიდებულად ითამაშა და ბევრისთვის მოულოდნელად, იოჰან კრუიფის “ბარსელონა”, რომელსაც ჟურნალისტები “ოცნების გუნდსაც” უწოდებდნენ, ათენში, სპიროს ლუისის სახელობის სარბიელზე მიწასთან გაასწორა- 4:0
1995 წელს ფაბიო კაპელოს გუნდი, რომელიც წინა სეზონისგან განსხვავებით არადამჯერებლად თამაშობდა, ზედიზედ მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ისევე როგორც ორი წლის წინ , 0:1 დამარცხდა: ამსტერდამის “აიაქსმა” ჩინებულად ითამაშა და მატჩის მიწურულს საოცნებო გოლიც გაიტანა- პატრიკ კლიუვერტმა გამარჯვების გოლი ფრანკ რაიკარდის პასით შეაგდო.
1996 წელს “მილანი” კიდევ ერთხელ ხდება იტალიის ჩემპიონი, ამას კი რამდენიმეწლიანი ჩავარდნა მოჰყვა: შავ-წითლებმა პოზიციები დათმეს და ცხრილის ქვედა ნაწილში გადაინაცვლეს. 1997 და 1998 წლებში გუნდმა იმდენი “მოახერხა”, რომ ევროპის საკლუბო ტურნირების მიღმა დარჩა.
21-ე საუკუნე: ანჩელოტის “მილანი”.1999 წელს “მილანმა” ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად მოახერხა იტალიის თასის მოგება- რომის “ლაციოს”, რომელიც მთელი სეზონი ლიდერობდა სერია A-ს, ბოლო ტურში აართვა ტიტული, თუმცა ეს გამარჯვება გამონათებას უფრო ჰგავდა, ვიდრე გამარჯვებათა ახალი სერიის დაწყებას.
გუნდის მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ მალევე დატოვა თანამდებობა, რამდენიმე სპეციალისტის გამოცდის შემდეგ კი “მილანის” ხელმძღვანელობამ კლუბი კარლო ანჩელოტის ჩააბარეს, რომელმაც ტურინის “იუვენტუსში” მოღვაწეობის ორი წლის მანძილზე კლუბი ორჯერ გაიყვანა მეორე ადგილზე.
მას შემდეგ სილვიო ბერლუსკონი მუდმივად აკრიტიკებდა მწვრთნელს და შედეგს უწუნებდა: სხვა თუ არაფერი “კარლიტომ” ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2007 წელს კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც იმარჯვა.
მცირე ჩავარდნა.დაიწყო ჩავარდნა... წავიდა კლუბის ლიდერი, წარუმატებლობის გამო წავიდა ანჩელოჩიც. მოვიდა ახალი მწვრთნელი, ლეონარდო, თუმცა მან კლუბს წარმატება ვერ მოუტანა. "მილანს" 2007 წლის შემდეგ ტიტული არ ქონდა მოგებული და როგორც გულშემატკივარი, ისე კლუბის ხელმძღვანელობაც არ შეეგუა ამას! მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი. გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა. მაქსიმილიანო ალეგრიმ მოახერხა და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კლუბს სკუდეტო მოაგებინა. მაგრამ ამ დიადი კლუბის გულშემატკივრებს მარტო ეს არ აკმაყოფილებთ. ეს ხომ "მილანია"? ყველა უფრო მეტის მოლოდინშია...
აღმავლობის გზა? ვნახოთ რა იქნება...წყარო: ამოწერილი მაქვს ჟურნალ “გრანდებიდან”. ამის ავტორია: ლაშა გოდუაძე.