ჯამპაოლომ თავის ხედვებზე, მიზნებზე და მოთხოვნებზე ისაუბრა

image
გუშინ "მილანმა" სეზონის წინა ვარჯიში ჩაატარა. ჯამპაოლო პირველად შეხვდა მოთამაშეებს მწვრთნელის ამპლუაში და პირველად მისცა მითითებები. ჩვენთვის ჯერჯერობით რთულია იმის გარკვევა, თუ როგორ მუშაობს იგი ფეხბურთელებთან, თუმცა ცხადია, რომ ამის დიდი ინტერესი არსებობს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გუშინ ვარჯიშზე 4 000-მდე გუშემატკივარი მივიდა მილანელოზე. ჩვენ კი შეგვიძლია მისი ინტერვიუდან გავიგოთ, თუ რა ფილოსოფიის და ხედვების მატარებელია "მილანის" ახალი მწვრთნელი და რას აფასებს იგი ფეხბურთელებში. გთავაზობთ მარკო ჯამპაოლოს პასუხებს Milan TV-სთვის მიცემული ინტერვიუდან:

"მილანის" ბევრი ფანი არსებობს, მილიონობით. მე აქ ვგრძნობ კლუბის ისტორიას, რომელიც გულისხმობს მოგებას, ამბიციებს. ვიცოდი ამის შესახებ, თუმცა ახლა ეს ყველაფერი ხელშესახებია".

"ჩემი მუშაობის სტილი? ვფიქრობ, რომ შენ უნდა იყო საკუთარი თავი, არასდროს ითამაშო ის ნაწილი, რომელიც შენ არ გეკუთვნის. ყოველთვის ვფიქრობ გაუმჯობესებაზე. არ ვლაპარაკობ ბევრს, მაგრამ ვცდილობ ფეხბურთელებთან ჩამოვაყალიბო ინტელექტუალური ურთიერთობები. მიყვარს ჩემი მოთამაშეები და ყოველთვის ვცდილობ იმათ ფორმაში დაბრუნებას, რომლებიც კარგად ვერ გამოიყურებიან. მიყვარს მშრომელები და ისინი, ვინც ჩუმად არიან. ზოგჯერ კომუნიკაციის დამყარება ქცევებით მირჩევნია, ვიდრე სიტყვებით. მე ასეთი ვარ".

"დერბი? ის ყოველთვის განსხვავებული სტილის თამაშია. ბედნიერი ვარ, რომ გენუაში არასდროს წამიგია დერბი. კარგად მესმის ეს რას ნიშნავს გულშემატკივრებისთვის. ვიცი, რომ ასეთი ტიპის მატჩებში გამარჯვება მნიშვნელოვანია ფანებისთვის. იმისთვის რომ გაიმარჯვო, უნდა ითამაშო ფეხბურთი".

"ჩემი პროექტი? მე მიყვარს და მიყვარდება ჩემი მოთამაშეები. გუშინ მკითხეს პრაეტის შესახებ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მას ვაფასებ, თუმცა დღეს "მილანში" ვარ და ჩვენ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რათა ავაშენოთ ბრძოლისუნარიანი გუნდი".

"მილანელო"? ეს არის განსაკუთრებული ადგილი. მე მინდოდა მებაღის გაცნობა, რადგან მოედნის საფარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აქ არის საუკეთესო ადგილი სავარჯიშოდ. ასეთი რამ არასდროს მინახავს, უბრალოდ არაჩვეულებრივი ადგილია სამუშაოდ."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 8

Shevchenko 10 ივლისი 2019 15:29
ციტატა: rijkaard
ციტატა: Shevchenko
მე ლიჩნად მაგრად მეიმედება. კარგი როჟა ჩანს, რომელსაც აქვს რაღაც ხედვები და მიმართულებები. არც ალეგრი და სარი იყვნენ ტოპები, დაჟე ამას მაგათზე დიდი გამოცდილება აქვს. ვნახოთ აბა, წარმატებები ყველა პონტში და იქნებ გვეშველოს რა. მინიმუმ ის მაინც ვიცი რომ ლამაზი ფეხბურთის თამაშს აპირებს


რაც ყველაზე მთავარია მიზანმიმართული კაცია და საკუთარი ხელწერა აქვს. სხვათასორის ბონერას ასისტენტობა მესიამოვნა მასეთი არაფრის მთქმელი ფეხბურთელები უფრო ხდებიან კარგი ასისტენტები და შემდეგ მწვრთნელები მოკლედ იმედი მაქვს და ყველაზე დიდი იმედი იმიტო მაქვს რომ ისეთი ხისტი ადამიანი როგორიც ბობანია გარანტიების და ნათელი იდეების გარეშე იმ პოსტს არ დატოვებდა და არ დაბრუნდებოდა გამორიცხულია როცა ყველა ხელმძღვანელს მანამდე მათ სორის ბერლუსკონის კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა

ჰო ბობანი გამოირჩევა ხელმძღვანელობის აქტიური ჯმით
rijkaard 10 ივლისი 2019 14:42
ციტატა: Shevchenko
მე ლიჩნად მაგრად მეიმედება. კარგი როჟა ჩანს, რომელსაც აქვს რაღაც ხედვები და მიმართულებები. არც ალეგრი და სარი იყვნენ ტოპები, დაჟე ამას მაგათზე დიდი გამოცდილება აქვს. ვნახოთ აბა, წარმატებები ყველა პონტში და იქნებ გვეშველოს რა. მინიმუმ ის მაინც ვიცი რომ ლამაზი ფეხბურთის თამაშს აპირებს


რაც ყველაზე მთავარია მიზანმიმართული კაცია და საკუთარი ხელწერა აქვს. სხვათასორის ბონერას ასისტენტობა მესიამოვნა მასეთი არაფრის მთქმელი ფეხბურთელები უფრო ხდებიან კარგი ასისტენტები და შემდეგ მწვრთნელები მოკლედ იმედი მაქვს და ყველაზე დიდი იმედი იმიტო მაქვს რომ ისეთი ხისტი ადამიანი როგორიც ბობანია გარანტიების და ნათელი იდეების გარეშე იმ პოსტს არ დატოვებდა და არ დაბრუნდებოდა გამორიცხულია როცა ყველა ხელმძღვანელს მანამდე მათ სორის ბერლუსკონის კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა
ვასაძის კომბალი
ვასაძის კომბალი 10 ივლისი 2019 13:36
ციტატა: ROSSONERO
გეუბნებით გაალოთებს ეს ბიჭებს allegri

რა გინდა გაუპარსავს წვერები :D
JAO_MILAN 10 ივლისი 2019 13:31
დერბებს მილანში თუ არ წააგებ ოქრო იქნები, დაგვავიწყდა ინტერის წიოკი, ფრეც სასიხარულო გახდა მაგათთან ბოლო ხანებში
Shevchenko 10 ივლისი 2019 13:12
მე ლიჩნად მაგრად მეიმედება. კარგი როჟა ჩანს, რომელსაც აქვს რაღაც ხედვები და მიმართულებები. არც ალეგრი და სარი იყვნენ ტოპები, დაჟე ამას მაგათზე დიდი გამოცდილება აქვს. ვნახოთ აბა, წარმატებები ყველა პონტში და იქნებ გვეშველოს რა. მინიმუმ ის მაინც ვიცი რომ ლამაზი ფეხბურთის თამაშს აპირებს
JAO_MILAN 10 ივლისი 2019 12:57
არაჩვეულებრივ თამაშს ველოდებით შენი გუნდისგან მარკო ოღონდ კარგი კუთხით
Baraba 10 ივლისი 2019 12:49
მშვენიერი განცხადებაა. ვნახოთ, რას იზავს პრაქტიკაში
--------------------
"When you wear the AC Milan shirt, it shows you have succeeded."
ROSSONERO 10 ივლისი 2019 12:49
გეუბნებით გაალოთებს ეს ბიჭებს allegri

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image