გატუზომ იგუაინზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა

image

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრესკონფერენციაზე გონსალო იგუაინის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

"არაფერი მაქვს სათქმელი ამასთან დაკავშირებით. ტრანსფერებზე მუშაობს კლუბის ხელმძღვანელობა. ის კარგი თავდამსხმელია, რომელსაც წლების მანძილზე ბევრი გოლი გააქვს, თუმცა მასზე საუბარს მხოლოდ მაშინ დავიწყებ, თუ ჩვენს გუნდს შეუერთდება. ახლა მხოლოდ იმ ფეხბურთელების შესახებ შემიძლია საუბარი, რომელიც ჩემს განკარგულებაშია, ასე რომ დამისვით შეკითხვები კუტრონეზე, ანდრე სილვაზე, კალინიჩზე".

"მატჩმა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით პირველ ტაიმში, მეორეში შედარებით მოვუკელით. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი 20 დღეა ვარჯიშობს, თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. არ უნდა გადავუხვიოთ არჩეული გზიდან. გვმართებს მოვუმატოთ დამაგვირგვინებელ ფაზაში"
,-განაცხადა "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გატუზომ
.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

Zeon 1 აგვისტო 2018 23:01
ციტატა: ROSSONERO
აუ ამან დაიწყო წაგებულ თამაშებზე დადებითების დანახვა allegri

დაიწყო? ტოტენჰემის მესამე სასტავს ვეთამაშეთ პაჩტი ძირითადით /...... ეს ასე ბერჯერ ნახავს დადებითს კალიარი უდინიზესთანაც ,ზატო იქა ეს აქა კიდე ის მომეწონაო და იტყვის .......ნომერ ერთი მინუსი ახალი სასტავის,ტრენერის არ მოყვანა ...აუცელებელია ტრენერი ,დრო გადის მოსამზადებელი ეტაპი სრულდება....და ამავე დროს აუცლიებლად გატუზო უნდა დარჩეს გუნდში კარგ ადგილას თუ ტრენერობა უნდა ახალგაზრდულში თუ გამოცდილება სამომავლოდ კარგი ტრენერის მოადგილედ და ძალიან წაადგება. ასეთი ტრენერით შორს ვერ წავალთ ეს ხომ აშკარაა.....ალეგრი ამას ზაპასნოი სასტავით მოუგებს ისე რომ ზაკაზი თუ არ ექნება
ROSSONERO 1 აგვისტო 2018 17:37
აუ ამან დაიწყო წაგებულ თამაშებზე დადებითების დანახვა allegri
GeorgeMarshall 1 აგვისტო 2018 17:07
ხო ამ სტატიის ზემოთ დავწერე ეგ ინფოც
sania 1 აგვისტო 2018 17:00
იგუანი უკმაყოფილოა მილანში მისი გადასვლითო და შეილება ჩაიშალოს ტრანსფერიაო დი მარციო ეგრე ამბობს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image