"მილანის" ისტორია (II ნაწილი)



ანჩელოტი + "მილანი" = წარმატებების სერია

ანჩელოტისთან ერთად "მილანმა" მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა და ფაქტობრივად ახალი გუნდი შექმნა. მოვიდნენ ჯენარო გატუზო, ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, ანდრეა პირლო და კახა კალაძე. ანჩელოტის მწვრთნელობის დროს კლუბში ახალი ერა დაიწყო.

"მილანი" სტაბილურად ასპარეზობდა ჩემოპინთა ლიგის 2002–2003 წლების გათამაშებაში. ნახევარფინალში მილანური დერბი გაიმართა, რამაც დამატებითი ინტრიგა შესძინა გათამაშებას. მთელი მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება სან-სიროსკენ იყო მომართული. თამაში დაძაბული გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში ანგარიში ანდრეი შევჩენკომ გახსნა. მარტინსმა გაათანაბრა და საბოლოოდ ეს შეხვერადც ფრედ 1:1 დასრულთა. ეს ანგარიში "მილანისთვის" ფინალში მოსახვერდად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან ბოლო შეხვედრაში მას სტუმრის სტატუსი ჰქონდა.

მეორე ფინალისტი ტურინის "იუვენტუსი" გახდა, მათ ნახევარფინალში ვარსკვლავებით დახუნძლული მადრიდის "რეალი" დაამარცხეს. იტალიურ ფინალში, რომელიც მანჩესტერში "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე გაიმართა, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დამთავრდა. პენალტების სერიაში კალაძესა და ზეედორფს ჯანლუიჯი ბუფონმა აუღო, თუმცა დიდამ უფრო მეტად იყოჩაღა და გადამწყვეტი დარტყმა ანდრეი შევჩენკომ შეასრულა. საბოლოოდ 3:2 და "მილანმა" დიდი ხნის შესვენების შემდეგ ყველაზე პრესტიჟული ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.

იტალიის თასის ფინალში კი "რომას" დაუპირისპირდნენ. მილანელებმა 4:1 დაამარცხეს რომაელები და კლუბი კიდევ ერთი ტიტულით გაამდიდრეს. იმავე სეზონში "მილანმა" კიდევ ერთი ევროპული თასი აღმართა. ევროპის სუპერთასზე უეფა-ს თასის გამარჯვებული „პორტუ“ დაამარცხა.

2004 წელს "მილანი" ახალი ფეხბურთელით შეხვდა, შავ-წითელი მაისური ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ მოირგო და პირველივე სეზონში "როსონერისთან" ერთად იტლიის ჩემპიონატი მოიგო. იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა და გათამაშების უპირველეს ფავორიტადაც ითველბოდა, თუმცა მოულოდნელად მეოთხედფინალში "დეპორტივოთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა.

სკანდალური დერბი

"როსონერის" კარგი სტარტი ჰქონდა 2004–2005 წლების სეზონში – გუნდმა მოიგო იტალიის სუპერთასი. კარგად თამაშობდა როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. მეოთხედფინალში მილანური დერბი გაიმართა. "მილანი"-"ინტერის" ეს დაპირისპირება სკანდალური გამოდგა.

პირველი მატჩი "მილანს" ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც "ინტერის" გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი "მილანის" მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.

ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, "ინტერის" გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.

საქმე უეფას სადისციპლინო კომისიამ - 200 000 ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, ნერაძურის 0:3 წაგება ჩაეთვალა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში "მილანმა" 5:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სტამბულის ფინალი

ნახევარფინალშ "მილანმა" "პსვ"-ს ბარიერი გადალახა და "ლივერპულამდე" მიაღწია. სტამბულში ათათურქის სტადიონზე გამართული 2005 წლის ფინალი საუკეთესო ფინალების რიცხვში შევიდა, თუმცა მილანელებს კოშმარად ახსოვთ. ანგარიში 58-ე წამზე გაიხსნა - ფინალის ყველაზე სწრაფი გოლი პაოლო მალდინიმ გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ "მილანი" სამბურთიანი უპირატესობით გავიდა შესვენებაზე კაპიტნის გოლს ერნან კრესპომ კიდევ ორი გოლი დაუმატა. რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე ტაიმი, მატჩი ახალი განახლებული იყო, რომ "ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გაიტანა, შემდეგ შმიცერმა და ალონსომ ანგარიში გაათანაბრეს. პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი დარტყმა ორი წლის წინანდელივით ანდრეი შევჩენკომ შეასრულა, თუმცა ამჯერად ვერ გაიტანა.

კრიზისი და შესანიშნავი დაბრუნება

2004-2005 წლების სერია ა-ში, მთელი სეზონის განმავლობაში სკუდეტოსთვის "მილანი" და "იუვენტუსი" იბრძოდნენ, თუმცა ურთიერთშეხვედრაში ტურინულმა ლუბმა იმარჯვა და "როსონერი" უტიტულოდ დარჩა.

მომდევნო ორი სეზონი ნამდვილი ჩავარდნა იყო, ყველაფერთან ერთად "მილანი" დასაჯეს, 8 ქულა ჩამოართვეს და ჩემპიონთა ლიგას ერთი წლით დაემშვიდობა. ამის მიზეზი კი იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალი იყო.

"მილანმა" მძიმედ დაიწყო 2006-2007 წლების სეზონი, გუნდში აშკარად პრობლემები იყო. ჩემპიონთა ლიგაზეც არცთუ სტაბილურად გამოიყურებოდა, ჯგუფურ ეტაპზე "აეკთან" წააგო, "ლილისთან" კი ფრედ ითამაშა. თუმცა უკვე ფლეიოფიდან ძველებურად ათამაშდა - მერვედფინალში "სელტიკის" ბარიერი ადვილად გაიარა, მეოთხედფინალში "მიუნხენის ბაიერნს" ორი მატჩის ჯამში 4:2 მოუგო, ნახევარფინალში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა "მანჩესტერის" წინააღმდეგ. "მილანმა" ორი მატჩის ჯამში 6:2 გაანადგურა ინგლისური გუნდი. კაკამ კი ორივე შეხვედრაში გაიტანა, ოლდ ტრაფორდზე დუბლი შეასრულა, სან-სიროზე კი ანგარიში გახსნა. ამით მან ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კრისტიანო რონალდო ღირსეულად ჩამოიტოვა.

ორი წლის წინანდელი ფინალი 2007 წელსაც განმეორდა. ლიგის თასისთვის ბოლო მატჩში კვლავ "მილანი" და "ლივერპული" იბრძოდნენ. იტალიელებმა რევანშის აღება შეძლეს, ფილიპო ინძაგიმ დუბლი შეასრულა, რასაც ინგლისელებმა მხოლოდ კიუიტის გოლით უპასუხეს. ყველაზე პრესტიჟული ტიტული ამჯერად მილანელებს დარჩათ, პაოლო მალდინიმ კი ეს თასი მეხუთედ მოიგო.

სეზონის დასაწყისში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა "მილანის" ამ გაბრწყინებას, თუმცა ლიგის თასს ევროპის სუპერ თასიც ზედ დაურთეს, ესპანურ "სევილიას" 3:0 მოუგეს, თუმცა დიდად არ უზეიმიათ, ეს ყველაზე სევდიანი ფინალი იყო, ამ ტურნირის ისტორიაში. საქმე იმაშია რომ ცოტა ხნით ადრე "სევილიას" ახალგაზრდა მოთამაშე ანტონიო პუერტა ტრაგიკულად გარდაიცვალა, ამიტომ მთელი შეხვედრა მას მიეძღვნა.

იმ სეზონის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოება მთლიანად მილანელებმა დაიპყრეს - საუკეთსო მცველი მალდინი გახდა, ნახევარმცველი -ზეედორფი, ხოლო კაკა სეზონის ბომბარდირი, საუკეთესო თავდამსხმელი და სასარგებლო მოთამაშე გახდა.

დეკემბერში "მილანმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზა და ეს ტურნირი პირველად მოიგო. ფინალში იტალიელებმა ბრაზილიური "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხეს.

ანჩელოტის ერის დასასრული და ახალი კრიზისი

მომდვნო 2007-2008 წლების სეზონი იმით გამოირჩა, რომ "მილანმა" იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ მეხუთე ადგილი გაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება დაკარგა, ცხადი იყო რომ კლუბში ახალი კრიზისი იწყებოდა, რაც უფრო ნათლად მომდევნო სეზონში გამოჩნდა. მართალია, კლუბში უკვე მოსული იყო რონალდინიო, მაგრამ ამან "მილანს" ვერ უშველა. 2009 წელს სეზონის დასრულების შემდეგ "როსონერიმ" კაკა "რეალს" მიჰყიდა, მიზეზად კი ფინანსური პრობლემები დაასახელა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა პაოლო მალდინიმ, რომელმაც გუნდში 25 სეზონი ჩაატარა. კაპიტნის სამკლაური კი მასიმო ამბროზინიმ ჩაიბარა. "ჩელსიში" გადავიდა კარლო ანჩელოტიც, მის ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელის პოსტი გამოუცდელმა ლეონარდომ ჩაიბარა.

2009–2010 წლებში გუნდმა არასტაბილურად იასპარეზა, ვერ მოიგო გადამწყვეტი შეხვედრები ჩემპიონატის ფავორიტებთან; ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა - "მანჩესტერთან" სამარცხვინო ანგარიშით წააგო, ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 7:2 მოუგეს. "მილანს" საკადრო პრობლემებიც აწუხებდა, რამაც გულშემატკივართა დიდი გაღიზიანება გამოიწვია. გუნდმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა.

გუდის "გამონათება", ლეგენდებთან გამომშვიდება
და ჩავარდნილი სეზონები

2010-2011 წლების სეზონს გუნდი გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა. "მილანი" დატოვეს დიდამ და კალაძემ, მათ ნაცვლად კლუბში მოვიდნენ მარკო ამელია, რობინიო, კევინ-პრინს ბოატენგი, ანტონიო კასანო, მარკ ვან ბომელი, სოკრატის პაპასტატოპულოსი. თუმცა "როსონერის" მთავარი შენაძენი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელიც "ბარსელონადან" იჯარით გადმოვიდა.

გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოეთიშა. სან-სიროზე "ტოტენჰემთან" 0:1 წაგება გადამწყვეტი გამოდგა. განმეორებით მატჩი, რომელიც ინგლისში ჩატარდა, გოლების გარეშე დასრულდა, რამაც შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ინგლისურ კლუბს მისცა.

ლიგისგან განსხვავებით შიდა ჩემპიონატში წარმატებულად იასპარეზეს. შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, 2011 წელს "მილანმა" სერია მოიგო და სკუდეტოს დაეუფლა. გუნდმა ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "რომასთან" გასვლით მატჩში მოიპოვა. ის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა ტიტულის მისაღებად. რაც შეეხება იტალიის თასს, "მილანმა" ნახევარფინალამდე მიაღწია, იქ "პალერმოს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო.

სეზონის დასრულებისთანავე სპორტული პრესა ტრანსფერებზე ალაპარაკდა, თუმცა დადასტურდა მხოლოდ ერთი ფაქტი. მომდევნო სეზონს "მილანი" ანდრეა პირლოს გარეშე იასპარეზებს. იტალიელმა ნახევარმცველმა კლუბი ხელმძღვანელობასთან ფინანსური საკითხების შეუთანხმებლობის გამო დატოვა და "იუვენტუსში" გადავიდა. ამის გარდა გუნდში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა, "მილანს" ნოჩერინო, აკვილანი, მექსესი და ახალგაზრდა სტეფან ელ შაარავი შეუერთდა.

კლუბმა უტიტულოდ დაასრულა 2011-2012 წლების სეზონი. ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან "ბარსელონასთან" ჯამში 1:3 წაგების შემდეგ გამოეთიშა. სერია ა-ში კი ბოლოს წინა ტურში "ინტერთან" 2:4 დათმო და სკუდეტოს მფლობელი "იუვენტუსი" გახდა. "მილანი" მეორე ადგილს დასჯერდა.

სეზონის ბოლოს "ნოვარასთან" გამართულ შეხვედრა ემოციური გამოდგა, კლუბიდან წავიდნენ ვეტერანები - ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, კლარენს ზეედორფი, ჯენარო გატუზო, ჯანლუკა ძამბროტა და მარკ ვან ბომელი. ამასთანავე ეკონომიკური კრიზისის გამო სილვიო ბერლუსკონიმ გუნდის ლიდერები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სილვა ფრანგულ "პსჟ"-ს მიჰყიდა. სამაგიეროდ, გუნდში მოვიდნენ – რიკარდო მონტოლივო, კევინ კონსტანტი, ბაქაი ტრაორე, ფრანჩესკო აჩერბი და ედუარდო პაცალი. კლუბი ზამთარში კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა მარიო ბალოტელის ტრანსფერმა "როსონერი" შედარებით გააძლიერა.

2012-13 წლების სეზონი "შავ-წითლებმა" ცუდად დაიწყეს. ლეგენდარული ფეხბურთელების გარეშე დარჩენილმა და გაახალგაზრდავებულმა "მილანმა" პროგრესი ვერ განიცადა და 2012 წელი მე-10 ადგილით დაასრულა. სეზონის მეორე ნახევარში გუნდმა შედარებით მოუმატა, ახალგაზრდა ტალანტი, სტეფან ელ შაარავი გუნდის ლიდერად იქცა და კარიერაში პირველი საუცხოო სეზონი ჩაატარა. სატურნირო ცხრილში "როსონერიმ" დიდი ნახტომი გააკეთა და მე-3 პოზიცია დაიკავა - ჩემპიონთა ლიგის საგზურიც შეინარჩუნა.

2013-14 წლების სეზონის პირველი ნახევარი კლუბმა ჩააგდო. მართალია, "მილანმა" მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილი მიუღებელი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის და მათ მასილიმიანო ალეგრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი გამოუცდელი კლარენს ზეედორფი მოიწვიეს, რომელმაც წინამორბედისგან განსხვავებით მეორე ნახევარი უკეთესად ჩაატარა, თუმცა ევროტურნირების საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა - "მილანი" მე-8 პოზიციას დასჯერდა.

ზეედორფი, იძაგი, მიჯაილოვიჩი, ბროკი - "მწვრთნელთა ცვენა" "მილანში"

2014 წლის ზაფხულში "მილანის" მესვეურებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. აღსანიშნავია, ჰოლანდიელი სპეციალისტის, კლარენს ზეედორფის მოულოდნელი დათხოვნა, რომელიც გუნდს მხოლოდ რამდენიმე თვე წვრთნიდა. როგორც ჩანს, გუნდმა ახალი ერის დაწყება არა კლარენსთან, არამედ ფილიპო ინძაგისთან ერთად გადაწყვიტა, რომელიც ახალგაზრდული გუნდიდან დააწინაურეს და "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს.

"სუპერ პიპოს" დავალებით გუნდის მესვეურებმა სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე საინტერესო ტრასნეფიც განახორციელეს. მართალია, გუნდი მარიო ბალოტელიმ დატოვა, თუმცა მის შემცვლელად "მილანმა" 2 წლიანი იჯარის წესით ფერნანდო ტორესი დაიმატა. გარდა ამისა, მეკარის პოზიცია ტორესის თანამემამულე, დიეგო ლოპესს ჩააბარეს. აგრეთვე გუნდმა ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა და შეიძლება ითქვას, გასულ სეზონთან შედარებით 2014-15 წლებს გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდა, თუმცა საბოლოოდ ინძაგის "მილანმაც" ვერ გაამართლა და ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გუნდიდან ისიც დაეთხოვა.

"მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელების შემდეგ სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის დუეტმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერბის პეციალისტი სინიშა მიჰაილოვიჩი დანიშნეს და მთავარ მიზნად გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება დაუსახეს, თუმცა სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისშივე კარგად ჩანდა, რომ მიჰაილოვიჩის "როსონერი" ამ მიზნისგან ძალიან შორს იყო და სეზონის ბოლომდე დასრულებაც არ აცალეს - მის შემცვლელად ახალგაზრდული გუნდის ყოვლად გამოუცდელი მწვრთნელი კრისტიან ბროკი დანიშნეს, რომელმაც გუნდს სეზონი დაასრულებინა და ამის შემდეგ "მილანს" გამოემშვიდობა კიდეც.

ვინჩენცო მონტელას "მილანი" და კლუბის გაყიდვა ჩინელ ბიზნესმენებზე

მიმდინარეობს განახლება...


ჯენარო გატუზო - ახალი იმედი "როსონერიში"

მიმდინარეობს განახლება...

u1bsm Forza Milan, Forza Rossoneri u1bsm
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image