
გუნარ ნორდალი 1921 წლის 19 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ ჰორნევორისში დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც სამშობლოში დაიწყო. მისი პირველი გუნდი "დეგერფორსი" იყო, შემდეგ კი "ნორჩიოპინგში" გადაბარგდა და ახალ გუნდთან ერთად ოთხჯერ იზეიმა ჩემპიონობა. საოცარი კი ის არის, რომ ერთ-ერთ შეხვედრაში მან შვიდი გოლი გაიტანა. შვედეთში მოღვაწეობის მანძილზე მან 172 მატჩში 149 გოლი გაიტანა. მილანში მისი ტრანსფერი 1949 წლის 22 იანვარს შედგა. ამ პერიოდში მას თანამემამულეებთან, ნილს ლინდჰოლმთან და გუნარ გრენთან ერთად თამაში მოუწია. მათ მილანის ყველა დროის საუკეთესო თავდასხმის ხაზი შექმნეს ტრიო ?გრე-ნო-ლი?-ს სახელწოდებით. რვაწლიანი მოღვაწების პერიოდში, იგი ხუთჯერ გახდა როსონერის საუკეთესო მეგოლე სერია ა-ში. გარდა იმისა, რომ მისი შედეგი ჯერ არავის გაუუმჯობესებია მილანის თავდამსხმელთაგან, იგი იტალიაში ყველა დროში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის მეორეა გატანილი გოლებით. შვედმა 210 გოლი გაიტანა მილანის მაისურით. მილანის დატოვების შემდეგ იგი რომაში ბურთაობდა ორი წელი. ნორდალი ეხლაც ფლობს რეკორდს სერია ა-ში სეზონში გატანილი ბურთებით - მან 1949-50 წლებში 35 გოლი გაიტანა. შვედეთის ნაკრებში პირველად იგი 1945 წელს გამოიძახეს. 1948 წელს კი იგი დაეხმარა შვედეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებში წარმატების მიღწევაში - შვედები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, ნორდალი კი საუკეთესო ბომბარდირი. მილანში ტრანსფერმა იგი აიძულა სანაკრებო კარიერა მიეტოვებინა. მაგრამ ჩატარებულ 30 მატჩში მან 44 გოლის გატანა მოახერხა, რაც ჩინებული შედეგია (დაახლოებით 1.5 გოლი თამაშში). ლეგენდარული შვედი ფორვარდი 1995 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა არა მარტო მილანის, არამედ მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში.
ტიტულები:
ორგზის იტალიის ჩემპიონი;
ოთხგზის შვედეთის ჩემპიონი;
ერთგზის შვედეთის თასის მფლობელი;
ორგზის "Coppa Latina"-ს გამარჯვებული;
ერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
ერთგზის ოლიმპიადის საუკეთესო მეგოლე;
ხუთგზის იტალიისა და ოთხგზის შვედეთის საუკეთესო ბომბარდირი