"მილანის" ლეგენდარულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ Milan Channel-თან "იუვენტუსთან" მატჩზე ისაუბრა:"მე "მილანი"-"არსენალს" თვალს როცა ვადევნებდი, პატომ საკმაოდ კარგად ითამაშა. რაც შეეხება "ბიანკონერისთან" გასამართ მატჩს, "მილანი" მასთან ყოველთვის კარგად თამაშობდა. შაბათს გასამართ მატჩში, ინდივიდუალურობაზე მეტად კარგი გუნდური თამაშისა და თავდადების ჩვენებაა საჭირო, - ამის შემდეგ, ამჟამად "დინამო კიევის" ფეხბურთელმა პირლოზე, გატუზოსა და პატოზე ისაუბრა. - პატოსთვის ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება და ვფიქრობ, ბევრი რამე მასზე იქნება დამოკიდებული. პირლო? "იუვენტუსში" ყოფნის მიუხედავად, მე მას ძალიან ვაფასებ, რადგან მას "მილანის" ისტორიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. გატუზო? ვიმედოვნებ, რომ რინო გამოჯანმრთელებას, დაბრუნებას, შემდეგ კი ტიტულებს მოგებას მოახერხებს. "მილანს" არაჩვეულებრივი შეტევა ჰყავს. სიამოვნებით დავბრუნდებოდი და ვითამაშებდი ყოფილ თანაგუნდელებთან", - შევჩენკოს სიტყვების ციტირებას ახდენს milannews.it.
წყარო: milannews.it









