MilanNews.it-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი ედი რეია თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა ამას უარყოფს. ამჟამად "ბიანკოჩელესტი" მთავარი მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი "მილანის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის თანაშემწე მაურო ტასოტია, რომელიც "ლაციოს" აკადემიის აღზრდილია და 30 წელზე მეტია, რაც "მილანში" მოღვაწეობს.
სხვა წყაროს თუ დავუჯერებთ, კლუბის ხელმძღვანელობა ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანის გაშვებას არ აპირებს, როგორიც ტასოტია.
წყარო: milannews.it









