მილანის ქართული საიტი » ახალი ამბები » ინტერვიუები » ტიაგო სილვა: "ისევ მოგებები გვწყურია"
ინფორმაცია
  • ნახვები: 416
  • ავტორი: milan21
  • თარიღი: 22-02-2012, 23:00
 (ხმის მიცემა: 1)
22-02-2012, 23:00

ტიაგო სილვა: "ისევ მოგებები გვწყურია"

კატეგორია: ახალი ამბები » ინტერვიუები

ტიაგო სილვა: "ისევ მოგებები გვწყურია""მილანმა" დაკარგა ქულები, თუმცა ახლა დაიბრუნა ისინი. ბევრს ეგონა, რომ გუნდი ამას ვერ შესძლებდა, თუმცა ახლა ტიაგო სილვა ნათლად საუბრობს ამ ყველაფერზე. "როსონერის" წარმატება უდინეში დაიწყო, რასაც "არსენალის" განადგურება მოჰყვა, ალბათ სწორედ ეს არის გარდამტეხი მომენტი გუნდისთვის. თავიდან, სეზონის დასაწყისში "მილანი" ფიქრობდა, რომ ყველაფერს ადვილად მოიგებდა, თუმცა ამ ყველაფრის სირთულეს გუნდი მაშინ მიხვდა, როდესაც უფსკრულის ზღვარზე აღმოჩნდა და გააცნობიერა, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოულოდნელი კონკურენტები გამოჩნდნენ. მაგალითად "იუვენტუსი", ბრაზილიელი მცველი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ტურინელები ასეთი ძლიერები იქნებოდნენ და ორჯერ დაამარცხებდნენ "როსონერის". შაბათს კი "მილანს" დაბრუნების დიდებული შესაძლებლობა ექნება.

ტიაგო, რა უნდა შეიცვალოს, რათა "მილანმა" თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მარცხი?

"მაქსიმალურად უნდა შემცირდეს შეცდომების რაოდენობა. ჩვენ ყოველთვის ბევრ შეცდომას ვუშვებთ "იუვენტუსის" წინააღმდეგ და ეს უცნაურია ჩვენთვის. "იუვენტუსი" ძლიერი გუნდია, რადგან მათ შეუძლიათ დაგსაჯონ ყოველი დაშვებული შეცდომის გამო და მცირე უყურადღებობის გამოჩენისას გოლი გაგიტანონ. ეს კონტეს გუნდს კარგად ეხერხება. მოედანზე ყველა ის გუნდი სხვადასხვანაირად თამაშობს, რომლებსაც ჩვენ შევხვდით."

რას გვეტყვით კონკრეტულად პირლოზე?

"ეს ეხება ყველას, და არა მხოლოდ მას, მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსის" თამაში ანდრეას გარშემოა აწყობილი."

აგვისტოში, თქვენ ბერლუსკონის თასზე დაამარცხეთ "იუვე". თქვენ მოელოდით, რომ ტურინელები ზაფხულთან შედარებით ასეთი გაძლიერებულები იქნებოდნენ?

"ნამდვილად არა. მაგრამ "ბიანკონერიმ" უკვე დაამტკიცა თავისი ხარისხი და შესაძლებლობები ისეთი ძლიერი მწვრთნელის თავკაცობით, როგორიც კონტეა. ისინი ყველაფერს მშვენივრად აკეთებენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება."

თუმცა ერთი კვირის წინ "მილანი" ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. შემდეგ იყო "უდინეზესთან" მატჩი, რა შეიცვალა იქ?

"დიახ, ნამდვილად ეს მატჩი იყო გადამწყვეტი. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა მატჩის ბოლო თხუთმეტ წუთში, რადგან პირველი 70 წუთი ჩვენთვის დადებითი არ იყო. მოულოდნელად ცვლილებები მოხდა. არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ, არამედ ისიც, რომ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა."

ეს 15 წუთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმაშიც, რომ "არსენალს" 4 გოლი გაუტანეთ?

"მე ვფიქრობ, რომ დიახ. იმ მომენტში ჩვენში რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა, ჩვენ მივხვდით, რომ "არსენალთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ღირსეულ მოწინააღმდეგეს ასეთი ანგარიშით ყოველთვის ვერ მოუგებ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გვახსოვს "მილანის" ნეგატიური ტრადიცია ინგლისური გუნდების წინააღმდეგ თამაშისას. სიმართლე ისაა, რომ თუ ჩვენ აგრესიულად და აქტიურად ვითამაშებთ, ისე როგორც ამას ალეგრი გვთხოვს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. მათ შორის "ბარსელონასიც". კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი მომენტი "უდინეზესთან" მატჩი იყო, სწორედ ფრიულიზე გავიხსენეთ თავმოყვარეობა."

რატომ შეწყვიტა "მილანმა" გამარჯვებები?

"ჩვენ აღარ გვწყუროდა მოგება. აღარ გვქონდა გამარჯვების სურვილი, ჩვენი დონის გუნდისთვის კი ეს მნიშვნელოვანი რამაა."

და რატომ აღარ გინდოდათ გამარჯვება?

"ასეთი რამ პეკინში, სუპერთასის მატჩიც მოხდა. ჩვენ დავიწყეთ ჩემპიონატი და გონებაში გვიტრიალებდა აზრი, რომ ადვილად მოვიგებდით სკუდეტოს. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ასე არ არის, აქ შეიძლება ყოველ წუთს ყველაფერი შეიცვალოს. მაგრამ ახლა ჩვენ ისევე ძლიერები ვართ, როგორც გასულ წელს და ისევ გვწყურია გამარჯვება."

ახლა სწორედ ეს მომენტია: ეს იქნება გადამწყვეტი მატჩი სკუდეტოსთვის ბრძოლაში?

"მშვიდად, მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ ამ მატჩს უფრო ფრთხილად მოვეკიდებით. შაბათის მატჩის შემდეგ ჩვენ კიდევ ბევრი თამაში გველის, ისეთები, როგორებიცაა "პალერმოსთან" სტუმრად, ხოლო "რომასთან" და "ინტერთან" "სან სიროზე" გასამართი მატჩები. ეს სიმართლეა, "ნერაძურისთან" მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ისინი ვერ გამოიყურებიან კარგად, თუმცა დერბი ყოველთვის დერბია."

გრძნობთ ისეთივე ზეწოლას, როგორსაც გასულ სეზონში გამართული დერბის წინ?

"უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობ. ეს არის ორი გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს. სკუდეტოსთვის ბრძოლაში ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა აბსოლუტურად გადამწყვეტი."

უკეთესი იქნებოდა, რომ იბრას ეთამაშა, მაგრამ...

"ის საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც თამაშების მოგება მარტოს შეუძლია. მაგრამ თუ შაბათს ის არ იქნება, ჩვენ გვყავს სხვა კარგი თავდამსხმელები. მხედველობაში მყავს ელ შაარავი და მაქსი ლოპესი."

იქნება სამართლიანი, თუ ყველაფრის მიუხედავად იბრა მოედანზე გავა?

"მან უნდა ითამაშოს, მატჩი ყოველთვის უფრო ლამაზია, როდესაც მასში ასეთი დიდებული ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას. ზლატანს გამარჯვების უდიდესი სურვილი ამოძრავებს და შესაძლოა მან ამის გამო ვინმე დააზიანოს, თუმცა ზოგჯერ ეს ყველაფერი გაზვიადებულია. უკვე წელიწადნახევარზე მეტია მე მასთან ერთად ვვარჯიშობ, იგი მუდმივად მუშაობს და მუდამ მომზადებულია. ის საოცრად კონცენტრირებულია."

და რა ხდება პატოსთან დაკავშირებით?

"მე არ ვიცი. ბოლო დროს მე ხშირად არ ვარ და არ ვსაუბრობ მასთან, რადგან როდესაც გუნდი ვარჯიშობს მოედანზე, ის ვარჯიშობს დარბაზში და პირიქით. ამის გამო ადრინდელთან შედარებით ვარჯიშის დროს ახლა მასთან ნაკლებად ვკონტაქტობ."

იგი თანდათან შორდება "მილანს"?

"ნამდვილად არ ვიცი, რა ვთქვა. ერთი მხრივ, ის ჯერ ახალგაზრდაა და ბევრის მომატება შეუძლია, თუმცა მეორე მხრივ, თუ მას სურს გაიზარდოს, როგორც ფეხბურთელი, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, ივარჯიშოს და ჩაატაროს რაც შეიძლება ბევრი მატჩი ტრავმების გარეშე. მე მსურს, რომ მან წარმოაჩინოს თავისი ტალანტი და შესაძლებლობები."

კვლავ თავდამსხმელებზე ვისაუბროთ. შესაძლებელია გალიანიმ ვან პერსი "მილანში" მოიყვანოს?

"რა თქმა უნდა. ის ჩემპიონია და ყველა ჩემპიონი კარგად დაეხმარება "მილანს". მას რაღაც უფრო მეტი აქვს, რაღაც განსხვავებული. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მარცხენა ფეხით თამაშობს. მას შეუძლია შეასრულოს თავბრუდამხვევი, განსხვავებული მოძრაობები: ის მუდამ მიიწევს კარისკენ. იგი რაღაცით ჰგავს კიდეც ინძაგის: ისევე როგორც პიპო, ვან პერსიც მხოლოდ გოლის გატანაზე ფიქრობს."

დაცვის ცენტრში ნესტასთან წყვილში თამაში გირჩევნიათ თუ მექსესთან?

"ეს ჩემთვის ბევრს არაფერს ცვლის. ორივე მათგანი მაღალი დონის და გამოცდილი მცველია. თუმცა ნესტას მეტი გამოცდილება აქვს. რთულ, გადამწყვეტ მომენტებში ის ყოველთვის ახერხებს დაამშვიდოს გუნდიც და მეც. სანდრო ყოველთვის ბევრს საუბრობს. ჩვენი ერთად ჩატარებული პირველი მატჩიდან მოყოლებული მე სწორედ ის მაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, რადგან ვიცი, რომ ის არ არის ჩუმად იმიტომ, რომ მე არ ვიყო მშვიდად."

წყარო: CorriereDelloSport.It
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ გაქვთ სტუმრის სტატუსის დროს კომენტარის გაკეთების უფლება.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ გაიარეთ ავტორიზაცია.
<
GUGA-MILANISTA

22 თებერვალი 2012 23:03

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 11.05.2011
  • News: 35
  • Comments: 3390
sg beqaaa;) thigi kidev sauketesoa msoflioshi;)

--------------------

<
PATOOO7

22 თებერვალი 2012 23:03

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 24.09.2011
  • News: 0
  • Comments: 141
: ))))))))))))) tiagoo
<
milan _ fan

22 თებერვალი 2012 23:08

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 1.02.2012
  • News: 0
  • Comments: 213
მსოფლიოში საუკეთესო მცველი love ეხა წავიკითხავ
<
ibra-catabra 11

22 თებერვალი 2012 23:11

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: d
  • Register: 27.11.2011
  • News: 0
  • Comments: 169
dges tiagos dgea tu ra xdebaaa? :d yvelgan es ichitebaa ra shemadzules ukve :D:D:D vxumrob ar momklat:D
<
gabata.

22 თებერვალი 2012 23:14

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 11.12.2011
  • News: 0
  • Comments: 521
”სანდრო ყოველთვის ბევრს საუბრობს. ჩვენი ერთად ჩატარებული პირველი მატჩიდან მოყოლებული მე სწორედ ის მაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, რადგან ვიცი, რომ ის არ არის ჩუმად იმიტომ, რომ მე არ ვიყო მშვიდად."

love
<
giga_22milan

22 თებერვალი 2012 23:21

Information of comment
  • Group: Moderators
  • ICQ: --
  • Register: 11.05.2011
  • News: 322
  • Comments: 2201
სგ ბექა და უფრო სგ ტიაგო რა იმენა მომავალი ლეგენდაააა

--------------------

<
Patooo

22 თებერვალი 2012 23:28

Information of comment
  • Group: Moderators
  • ICQ: --
  • Register: 11.05.2011
  • News: 552
  • Comments: 2675
"ეს ჩემთვის ბევრს არაფერს ცვლის. ორივე მათგანი მაღალი დონის და გამოცდილი მცველია. თუმცა ნესტას მეტი გამოცდილება აქვს. რთულ, გადამწყვეტ მომენტებში ის ყოველთვის ახერხებს დაამშვიდოს გუნდიც და მეც. სანდრო ყოველთვის ბევრს საუბრობს. ჩვენი ერთად ჩატარებული პირველი მატჩიდან მოყოლებული მე სწორედ ის მაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, რადგან ვიცი, რომ ის არ არის ჩუმად იმიტომ, რომ მე არ ვიყო მშვიდად."


სანდროო love love ამას უნდა მიბაძო ტიაგო,

ბექა სგსი

--------------------

<
Milanist_Ika

23 თებერვალი 2012 00:14

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 16.08.2011
  • News: 0
  • Comments: 2374
SAGOOOOOOOOOOOL love
<
Fenomeno

23 თებერვალი 2012 15:13

Information of comment
  • Group: Admin
  • ICQ: --
  • Register: 11.05.2011
  • News: 65
  • Comments: 2718
იუვესთან ზედიზედ 3 მატჩის წაგება საშინელება იქნება :X არ უნდა დაუშვან ეგ.

--------------------

<
FORZA-MILAN

24 თებერვალი 2012 00:35

Information of comment
  • Group: Admin
  • ICQ: --
  • Register: 8.05.2011
  • News: 338
  • Comments: 3192
უეჭველი უნდა მოვიგოთ. სგ ბექა

--------------------

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში Guests, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.