როგორც milannews.it იტყობინება, წელს ერთდროულად 9 "მილანელს" ეწურება კოტნრაქტი: ამბროზინის, გატუზოს, ზეედორფს, ვან ბომელს, ნესტას, რომას, იეპესს და ძამბროტას. სეზონის დამთავრებისთვის ვია ტურატიზე განიხილავენ, ვის გაუხანგრძლივონ კონტრაქტი და ვის არა. ერთ-ერთმა ვეტერანმა და "როსონერის" კაპიტანმა, მასიმო ამბროზინიმ კლუბში 16 სეზონი გაატარა. კარიერა მან სერია B-ში, კერძოდ, "ჩეზენაში" დაიწყო, მაგრამ "მილანის სკაუტები მალევე დაინტერესდნენ მისით. გადმოსვლის შემდეგ ის არენდით "პიაჩენცაში" გაუშვეს, რომელსაც იმ დროს გვიდოლინი წვრთნიდა.
მაისში ის 35 წლის გახდება, ახლა კი თამაში შედარებით გამოასწორა. სპეციალურად milannews.it-სთვის მისმა აგენტმა, მორენო მოჯიმ ამბროზინის "ჯენოაში" გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ამბროზინის მომავლის შესახებ რაიმე სიახლე არის თუ არა?
"ჯერ-ჯერობით ახალი არაფერია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ, თუ "მილანი" კაპიტნის დარჩენას მოინდომებს, მასიმო კონტრაქტის გახანგრძლივებას სიხარულით დასთანხმდება. ახლა თებერვალია, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა".
ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა, რაც პრობლემის მშვიდი გადაჭრის საშუალებას იძლევა...
"ნამდვილად ასეა. თუ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს არ იტყვის, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდას შემოვუსხდებით და ამ საკითხს განვიხილავთ. სიმართლე გითხრათ, მასიმოს "მილანიდან" წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები ჟურნალისტების მოგონილია".
წყარო: milannews.it









