როგორც ცნობილი მადრიდული გაზეთი Marca იტყობინება, "რეალი" პატოთი სერიოზულად არის დაინტერესებული და მას შემდეგ, რაც პრესა პატოს ნაცვალად კაკას "მილანში" დაბრუნებაზე საუბრობდა, უკვე სხვა ინფორმაცია გავრცელდა. Marca-ს სიახლის თანახმად, მადრიდული კლუბი "გალაქტიკოს" დაცვის ლიდერს, ესპანელ სერხიო რამოსს ამზადებს 22 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ, რომელსაც ტრავმები ხშირად აწუხებს და ამ ბოლო დროს მის წასვლაზეც კი ალაპარაკდნენ. სერხიო რამოსს შეუძია ცენტრალურ და მარჯვენა მცველად თამაში, თუმცა ბოლო ხანია მარჯვენა მცველის ადგილზე პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაო თამაშობს, ხოლო 25 წლის მცველმა ცენტრში გადაიწია. "რეალის" 4 ნომერს ამ სეზონში 21 მატჩი აქვს ჩატარებული და სამჯერ აქვს აღებული მეტოქის კარი.წყარო: milannews.it









