გუშინ Milan Channel-ის ეთერში მასზე ჯანი რივერამ ისაუბრა და განაცხადა: "ის უძლიერესია, საჯარიმო მოედანში ყველაფერს ის აკეთებს და ყველა ბურთი მისია." "მილანმა" იგი "როსონერის" 2010-2011 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.ტიაგო სილვამ ამ ყველაფერზე Corriere dello Sport-თან გუშინ ისაუბრა: "უდინეში გადამწყვეტი მომენტი იყო. ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა მატჩის ბოლო თხუთმეტ წუთში, რადგან მანამდე გასული 70 წუთი ჩვენთვის დადებითი არ იყო. მოულოდნელად ცვლილებები მოხდა. არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ, არამედ ისიც, რომ ჩვენი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. რა იყო თავიდან? ალბათ მოგება ასე ძალიან არ გვსურდა. არ გვწყურობა გამარჯვება. შემდეგ გუნდის თამაში შეიცვალა და გავიმარჯვეთ. ზუსტად ასეთი რამ მოხდა სუპერთასის მატჩში, პეკინშიც. შემდეგ დაიწყო ჩემპიონატი და ჩვენ არ გაგვიკეთებია იგივე. თავიდან ვფიქრობდით, რომ სკუდეტოს ადვილად მოვიგებდით, ჩვენს გონებაში ასეთი იდეა იყო. მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ შესაძლოა ყოველ წუთს ყველაფერი შეიცვალოს. თუმცა ახლა ჩვენ ისეთივე ძლიერები ვართ, როგორც გასულ წელს ვიყავით."
წყარო: AcMilan.Com









