ბოლო ოთხი დღეა რობინიო "მილანის" თავდასხმის ახალი ლიდერია, ბრაზილიელი შემტევი "მილანის" თავდამსხმელთაგან ერთადერთია, რომელიც შაბათ საღამოს აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება "იუვენტუსის" წინააღმდეგ. თუ შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაციას შეუმცირებენ, რა თქმა უნდა ბრაზილიელს ის შეუწყვილდება, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, ბინიოსთან ერთად ტურინელებს თანამემამულე პატო ან არგენტინელი მაქსი ლოპესი შეუტევს.წყარო: MilanNews.It









