როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 25 თებერვალს იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ერთმანეთს "მილანი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება და ალბათ სწორედ ეს თამაში მოჰფენს ნათელს საკმაოდ ბევრ რამეს...საიტის რამდენიმე წევრმა გამოთქვა სურვილი, რომ შევიკრიბოთ საიტის მომხმარებლები და ამ მატჩს ერთად ვუყუროთ.
მომხმარებელთა უმეტესობამ შეკრების ადგილად მარჯანიშვილის მეტროსთან, უზნაძის 41 ნომერში მდებარე რესტორანი "მირზაანი" დაასახელა და შესაბამისად თამაშს სწორედ აქ ვუყურებთ. შესვლის ფასი გახლავთ 10 ლარი, თუმცა მისი გამოყენება და დახარჯვა იქვე, რესტორანში შეგეძლებათ.
აი აქ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ უზნაძის ქუჩაზე მდებარე "მირზაანზე", ნახოთ ფოტოები, გაეცნოთ მენიუსა და პირობებს.
ახლა კი გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ იმ მომხმარებლებმა, რომლებიც მატჩის საყურებლად აუცილებლად მიხვალთ.
წამომსვლელთა სია: milan21, chel0, BNEDA 13, ioska, pipo9, Junior, ac milanelo, Q.D.G. patoo7









