ხვალ, 11 თებერვალს "როსონერი" სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს უდინეში ადგილობრივი "უდინეზეს" წინააღმდეგ. La Gazzetta dello Sport გუნდის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს.ამ გამოცემის ინფორმაციით, მასიმო ალეგრი მოედანზე შემდეგ თერთმეტეულს გამოიყვანს:
ამელია; ბონერა, მექსე, ტიაგო სილვა, ანტონინი; ემანუელსონი, ამბროზინი, ნოჩერინო; ზეედორფი; ელ შაარავი, მაქსი ლოპესი.
ასევე შეიძლება მოედანზე გამოჩნდნენ აბატე და რობინიო, შესაბამისად ბონერასა და მაქსის ნაცვლად.
წყარო: Milannews.it









