"მილანს" მხარდაჭერა სჭირდება. ახლა კრიტიკისა და კამათის დრო არაა, - აცხადებს ბარბარა ბერლუსკონი "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ, - ახლა სეზონის მნიშვნელოვან მატჩებს ვატარებთ. მომავალი კვირები ეჭვგარეშეა, რომ გადამწყვეტი იქნება. ამ სეზონში ტრიპლეტის მოგება გვსურს. დადებითი სიახლის ნაკლებობას არ განვიცდით. ელ შაარავი ნიჭიერი ფეხბურთელია, ის ძალიან პერსპექტიულია, დანარჩენებიც კარგ ფორმაში არიან. ახლა გუნდს კარგი პერიოდი არ უდგას. ბევრი ტრავმირებულია, დანარჩენებს კი ყოველ 3 დღეში უწევთ თამაში. ამის გამო ჩვენ მხარდაჭერასა და თანადგომას ვითხოვთ ყველასგან".გუნდის კაპიტანმა მასიმომ ამბროზინიმ მილანელოდან ინტერვიუ მისცა Sky-ს: "იბრა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, საინტერესო იქნება მის გარეშე ჩვენი თამაში. გასულ წელს მის გარეშე ბევრი თამაში კარგად ჩავატარეთ. რაც შეეხება კიელინის, უსაფუძვლოა, რომ ის სატელევიზიო მტკიცებულებას ითხოვს. მის საქციელს სწორად ვერ მივიჩნევ. თუ ვინმე შეცდომას უშვებს, მან უნდა მოიხადოს ვალი, მაგრამ ასეთნაირად დაბეზღება, ჩემი აზრით, მართებული არაა. "უდინეზე" და "არსენალი"? "უდინეზესთან" თამაში ძალიან მაღელვებს. ეს თამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება, რომ ჩვენ საკუთარ თამაშში გარდატეხა შევიტანოთ. კიდევ ერთი თამაშის ჩაგდება არ გვინდა".
წყარო: acmilan.com









