როგორც MilanNews.it იტყობინება, ჯანმარკო ძიგონი, რომელიც განათხოვრებულია არენდის წესით "აველინოში", მცირე კომენტარი გააკეთა TuttoAvellino.it ინტერვიუში, სადაც ის მიღებულ გამოცდილებაზე და თავის ოცნებაზე საუბრობს:"ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მე კარგ ფორმაში ვარ და მზად ვარ გავხდე საუკეთესო. ამ წუთისთვის კი მე მინდა გავიტანო "აველინოს" მაისურით მინიმუმ 10 გოლი. მაშინ კი მე უკვე შემეძლება ავიხდინო ჩემი ოცნება, ვინ არ ოცნებობს "მილანის" მაისურით თამაშზე?", - დაასრულა ძიგონიმ.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ მცირე ინფორმაცია ძიგონის შესახებ:
ძიგონი დაიბადა ქალაქ ვერონაში 1991 წლის 10 მაისს, მან საფეხბურთო კარიერა დაიწყო "ტრევიზოში", სადაც 20 გოლის გატანაც მოახერხა. 2009 წლის ივნისში კი ძიგონი "მილანში" გადმობარგდა. მისი დებიუტი სერია A-ში 2010 წლის მაისში შედგა, 30-ტურის მატჩში, სადაც "მილანი" "ლაციოს" ეთამაშებოდა და 77-ე წუთზე ძიგონიმ ფილიპო ინძაგი შეცვალა.
წყარო: milannews.it









