გერმანიაში რიკარდო მონტოლივოს მომავლის შესახებ ლაპარაკი ისევ გრძელდება. როგორც Fiorentinanews იტყობინება, "ვიოლას" გერმანიიდან მონტოლივოს თობაზე 2 შემოთავაზება მოუვიდა. დაახლოებით 5-წლიანი კონტრაქტები, რომელთა დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ საკმაოდ მაცდური. იტალიელი ნახევარმცველის გადაბირება ბუნდესლიგიდან "ბაიერნსა" და "ვოლფსბურგს" სურთ, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს მონტოლივოსადმი "მილანი" იჩენს, რომელიც მის შეძენას ზაფხულში უფასოდ გეგმავს.milannews.it









