"მილანი" - "ნაპოლი" მხოლოდ იბრასა და კავანის დაპირისპირებას არ მოიცავს. ბევრი დუელის მოძებნა შეიძლება ნახევარდაცვაშიც. "როსონერის" შუახაზელები ემანუელსონი, ამბროზინი, ვან ბომელი და ნოჩერინო მაცარის კვარტეტს: სუნიგას, მაჯოს, გარგანოს და ძემაილის შეერკინებიან. "მილანიდან" ყველაზე აქტიურები, ალბათ, ურბი და ანტონიო იქნებიან, რომლებიც სუნიგასა და მაჯოს შეჩერებას შეეცდებიან, რომლებიც ფლანგებიდან შეტევაზე გააკეთებენ აქცენტს. ცენტრიდან კი ძემაილი და გარგანო იმოქმედებენ. დაცვაში კი, ჩვეულებისამებრ, 3 ფეხბურთელი იმოქმედებს, ისინი "მილანის" 2 შემტევის გაუვნებელყოფას შეეცდებიან. წყარო: milannews.it









