იტალიის მოქმედი ჩემპიონები მიიღებენ ნეაპოლურ კლუბს სან-სიროზე და შეეცდებიან მოგებების გზას დაუბრუნდნენ
სავარაუდო შემადგენლობები
"მილანი"აბიატი, აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა, ემანუელსონი, ამბროზინი, ნოჩერინო, რობინიო, იბრაჰიმოვიჩი, ელ შაარავი
"ნაპოლი"დე სანკტისი, კამპანიარო, კანავარო, არონიკა, მაჯო, გარგანო, ჯემაილი, დოსენა, ლავეცი, ჰამშიკი, კავანი
სიტუაცია მატჩის წინ
მასიმილიანო ალეგრის ნახევარმცველების უმეტესობა გამოაკლდება, ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელების ტრავმირებულთა რიცხვი ძალიან დიდია. ლაზარეთში კევინ-პრინს ბოატენგი, ალექსანდრ მერკელი, როდნი სტრასერი, ჯენარო გატუზო, ალბერტო აკვილანი და მეტიუ ფლამინი მკურნალობენ.
ანტონიო კასანოს კვლავ აკრძალული აქვს თამაში, გულის ოპერაციის შემდეგ, ასევე ალეშანდრო პატო კუნთის პრობლემების გამო ამ მატჩსაც გამოტოვებს. ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სავარაუდოდ სტეფან ელ შაარავი შეუწყვილდება.
ვოლტერ მაცარის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ფიქრი არ მოუწევს, რადგან "ნაპოლიში" ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და მათი ლაზარეთი სრულიად ცარიელია. გუნდის კაპიტანმა, პაოლო კანავარომ მოირჩინა კოჭის ტრავმა და "ჩეზენასთან" გამოტოვებული თამაშის შემდეგ, მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
იცოდით?
● "მილანმა" სან-სიროზე ბოლო 7 სერია A-ს მატჩიდან, 6 მოიგო და მისი მოწინააღმდეგეები ჯამური ანგარიშით 20-2 დაამარცხა
● "როსონერის" სერია A-ში ყველაზე მეტი მოგება (13) აქვს და ყველაზე მეტი გატანილი გოლი (43)
● მოქმედ ჩემპიონებს ბოლო 7 სერია A-ს მატჩიდან, 5-ში გოლი არ აქვთ გაშვებული
● "ნაპოლიმ" მის ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში, მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა (1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება)
● ნეაპოლიტანურ კლუბს ამ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ფრედ დასრულებული (9)
● მაცარის ფეხბურთელებმა, "შავ-წითლები" სეზონის პირველ ნახევარში, 3-1 დაამარცხეს, სტადიო საო პაოლოზე
მოსაზრებები
Goal.com-ის მკითხველთა მოსაზრებები: "მილანის" გამარჯვება - 72%, "ნაპოლის" გამარჯვება - 19.4%, ფრე - 8.6%
ტოპ 3 ანგარიში Goal.com-ის მკითხველთა აზრით: "მილანი" 2-1 "ნაპოლი" - 17.45%, "მილანი" 2-0 "ნაპოლი" - 15.65%, "მილანი" 3-0 "ნაპოლი - 13.71%
გუნდების ბოლო 5 მატჩი
"მილანი""ლაციო" 2-0 "მილანი"
"მილანი" 3-0 "კალიარი"
"მილანი" 3-1 "ლაციო"
"ნოვარა" 0-3 "მილანი"
"მილანი" 2-1 "ნოვარა"
"ნაპოლი""ნაპოლი" 0-0 "ჩეზენა"
"ჯენოა" 3-2 "ნაპოლი"
"ნაპოლი" 2-0 "ინტერი"
"სიენა" 1-1 "ნაპოლი"
"ნაპოლი" 1-1 "ბოლონია"
წყარო: Goal.Com









