
მისი საუკეთესო წლები „როსონერის“ უკავშირდება. მან „მილანთან“ ერთად და რა თქმა უნდა გულშემატკივრების სიყვარულით შეძლო გამხდარიყო ფეხბურთელი, რომელიც ყველას გულში ყოველთვის მარადმწვანე, ახალგაზდა, დაუღალავ ლეგენდად რჩება... დიახ, სწორად გაიგეთ, ის ცოცხალი ლეგენდაა, პიპო ის ძალაა, რომლის მოედანზე ყოფნაც თავისთავად უპირატესობას ნიშნავს...

მას შეუძლია მატჩის საკუთარ თავზე აღება და გამარჯვება, ისევე, როგორც ეს 2007 წელს გააკეთა... ის წელი მისთვის ტრიუმფალური გამოდგა, მან 2 წლის წინანდელ მარცხს „ლივერპულის“ კარში დუბით უპასუხა და რევანში აიღო: "ბავშვობიდან ვოცნებობდი ფინალში 2 გოლის გატანაზე. ოცნება ავისრულე, ამიტომ ეს საღამო დაუვიწყარია და სულ ჩემთან დარჩება", - განაცხადა მან მატჩის შემდეგ. ლეგენდას ლეგენდარული ოცნებაც ჰქონდა და საამაყოა, რომ ეს ოცნება შეისრულა.

სამწუხაროა, რომ ასეთი ფეხბურთელებისათვის დრო არ ჩერდება, ის მაინც მიჰქრის და ასაკიც მატულობს... ინძაგი 38 წლისაა, თუმცა თამაში ისევ ისე სწყურია, როგორც მაშინ, როცა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა, მაშინ, როცა ჰერ-თრიკებს ასრულებდა...

თუმცა სამწუხაროდ, მისი ფიზიკური მდგომარეობა და ასაკი ამის საშუალებას არ აძლევს "მილანელ" ლეგენდას, ამიტომ 2012 წელს დაიწყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ინძაგი გუნდს დატოვებდა, რადგან უკმაყოფილო იყო სათამაშო დროის სიმცირით...

გავრცელებული ინფორმაცია მეხის გავარდნასავით იყო გულშემატკივრისათვის... დამამშვიდებელ ინფორმაციას არც „როსონერის“ ხელმძღვანელობა გვაწვდიდა: „ინძაგის არჩევანის გაკეთების თავისუფლება აქვს, მან უნდა აირჩიოს წავა თუ არ წავა“, - განაცხადა „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ.

ეს მართლაც შოკისმომგვრელი იყო... ვკარგავდით ლეგენდას, ვკარგავდით ვარსკვლავს, ვკარგავდით ფეხბურთელს, რომლის მაისურიც "მილანელებისათვის" საფიცარი იყო, ვკარგავდით ისტორიას, ვკარგავდით მომავალს და ვკარგავდით ნამდვილ, მებრძოლ „მილანს“... რატომღაც ყველა ფიქრობდა, რომ პიპო შეძლებდა წასულიყო „მილანიდან“, გაეხადა 9 ნომრიანი მაისური ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ არა... მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის სუპერ პიპოა, ის სულით მილანელია... ლეგენდა სახელად ფილიპო ინძაგი, აი რას ნიშნავს „როსონერის“ 9-იანი. მეამაყები ფილიპო ინძაგი და ასე იქნება მუდამ...

და ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ შეუძლია ვინმეს თქვას, რომ „მილანი“ ჩვეულებრივი გუნდია, პიპო კი უბრალოდ თამაშგარეში დაბადებული ფეხბურთელი... დღესდღეობით ასეთი გენიოსი ცოტაა, დღესდღეობით პრაგმატულობას ჩვეულ საფეხბურთო სამყაროს აღარ სჯერა, რომ არსებობენ ერთგული ფეხბურთელები, ისეთები როგორიც პიპოა... ვამაყობ, რომ „შავ-წითელ“ მაისურს ამოფარებული ლეგენდა, სახელად ინძაგი კვლავ „მილანელია“... მან ვერ შეძლო უარი ეთქვა ლეგენდარული კლუბის წევრობაზე... ის ნამდვილი ჩემპიონია... გავკადნიერდები და როგორც „მილანის“ და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი მადლობას ვეტყვი მას იმისთვის, რაც გააკეთა, იმისთვის, რომ ის არსებობს და კიდევ იმისთვის, რომ არ გვიღალატა... დიდი მადლობა ფილიპო, შენ ნამდვილი სუპერ პიპო ხარ!









